მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მაღალი ძაბვის ელექტროობაში, რომლებიც ფლობენ ან ოპერირებას უწევენ ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, აწარმოებენ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაციას წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე და ახდენენ იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაციას, რომლებიც აწვდიან მიღებულ ელექტროენერგიას წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან საბოლოო მომხმარებელს.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 70 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 49 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 100 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 69 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მას შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაცია წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე, აწარმოოს იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების,ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაცია, რომლებიც აწვდიან წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან მიღებულ ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელს. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონტიორი; მონტიორის თანაშემწე და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების სპეციალისტი.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 35.
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7411; 7412; 7413
პროგრამის ხელმძღვანელი: ნატალია კერესელიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მაღალი ძაბვის ელექტროობაში, რომლებიც ფლობენ ან ოპერირებას უწევენ ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, აწარმოებენ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაციას წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე და ახდენენ იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაციას, რომლებიც აწვდიან მიღებულ ელექტროენერგიას წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან საბოლოო მომხმარებელს.
მიღება
კონტაქტი