მექატრონიკა
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა-დანადგარების დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 120 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 75 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 150 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 97 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მექატრონიკის უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლის დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მექატრონული სისტემებით, მექატრონული მანქანების და აღჭურვილობის მართვის, დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურებისა და შეცდომების აღმოჩენის სამუშაოების შემსრულებლად.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 35.
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7412
პროგრამის ხელმძღვანელი: ხათუნი ამყოლაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა-დანადგარების დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის.
მიღება
კონტაქტი