მღებავი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სამშენებლო სამღებრო სამუშაოებში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 85 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 60 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 115 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 82 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მღებავი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი; სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 43.34.2 სამღებრო სამუშაოები
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7131
პროგრამის ხელმძღვანელი: დარეჯან გორგიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
მიღება
კონტაქტი