მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამთო საქმეში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სამთო პროფილის საწარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებულ მანქანა-დანადგარების შეუფერხებელ მუშაობას, ტექნოლოგიური პროცესის დადგენილი რეჟიმის მიხედვით სრულყოფილად და უსაფრთხოდ წარმართვას. პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენას და დროულად აღმოფხვრას
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 60 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 48 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 75 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 59 კვირა
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სამთო საწარმოებში, კერძოდ მყარი წიაღისეულის (მანგანუმის, სპილენძის, ოქროს, ტყვიის, თუთიის, ბარიტის, რკინის, ვერცხლის, ნახშირის, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების და სხვა) მომპოვებელ და გადამამუშავებელ ორგანიზაციებში.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 05.1; 05.10.; 05.10.0
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 8111; 8112
პროგრამის ხელმძღვანელი: მარინა ქასრაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
პროგრამის მიზანია სამთო პროფილის საწარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებულ მანქანა-დანადგარების შეუფერხებელ მუშაობას, ტექნოლოგიური პროცესის დადგენილი რეჟიმის მიხედვით სრულყოფილად და უსაფრთხოდ წარმართვას. პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენას და დროულად აღმოფხვრას
მიღება
კონტაქტი