სამრეწველო ავტომატიზაცია
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 120 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 78 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 150 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 97 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ავტომატიზებულ საწარმოებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის წარმოება, კერძოდ: ხორცის, ხორცპროდუქტების და თევზის მწარმოებელ საწარმოები, წვენების, კონცენტრატების და კონსერვების წარმოების საწარმოები, სამადუღრო, ალკოჰოლური, უალკოჰოლო და მინერალური წყლების წარმოების საწარმოები, რძისა და რძის პროდუქტების წარმოების საწარმოები, პურისა და პურპროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და მაკარონის წარმოების საწარმოები, ზეთების, ეთერზეთების და სანებლების წარმოების საწარმოები, ციტრუსების გადამამუშავებელ საწარმოები, სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელ საწარმოები, კომბინირებული საკვების მწარმოებელ საწარმოები; მეტალურგიულ საწარმოებში; ქიმიურ და ფარმაცევტულ საწარმოებში.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 33.20.0
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7421; 8212
პროგრამის ხელმძღვანელი: ლაშა იაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
მიღება
კონტაქტი