საწყობის ოპერირება

Placeholder
სწავლების ენა
ქართული
ლოკაცია
თბილისი

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საწყობის ოპერირებაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, საწყობებისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება გუნდური მუშაობა; სასაწყობო დოკუმენტაციის წაკითხვა და შევსება; საქონელის საწყობში მიღება; საქონელის დასაწყობება; საქონელის გაცემა საწყობიდან; საქონელის აღრიცხვა საწყობში და ნაშთების კონტროლი; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 66 სასწავლო კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 89 სასწავლო კვირა

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

დასაქმების შესაძლებლობები: დასაქმების შესაძლებლობებია: ტერმინალებში, საბაჟო, კომერციულ, საერთო სარგებლობის, საავტომობილო, საკონტეინერო, საპორტო, სარკინიგზო, საჰაერო, სუპერმარკეტისა და მაცივარ-საწყობებში, ასევე სავაჭრო კომპანიებში, რომლებიც ფლობენ საკუთარ საწყობებს, დისპეტჩერის, მარაგების და სათავსოს თანამშრომლის, საწყობის ოპერატორის ან ტვირთის ამწონის თანამდებობაზე.

  • ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი – 49.41.0 სატვირთო საგზაო ტრანსპორტი; 49.42.0 გადაზიდვის მომსახურება; 51.21.0 საჰაერო სატვირთო ტრანსპორტი.
  • ISCO კოდი – 4321 საწყობებში საქონლის მიმღებები და გამცემები.

პროგრამის ხელმძღვანელი: ნათია ბუთხუზი

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი კოსტავას ქ. №68

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, საწყობებისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება გუნდური მუშაობა; სასაწყობო დოკუმენტაციის წაკითხვა და შევსება; საქონელის საწყობში მიღება; საქონელის დასაწყობება; საქონელის გაცემა საწყობიდან; საქონელის აღრიცხვა საწყობში და ნაშთების კონტროლი; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

მიღება

კონტაქტი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?