ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემის შეკეთება
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთებაში.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის ელექრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებლის მომზადება.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 79 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 54 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 94 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 67 კვირა
დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებელს შეუძლია დასაქმდეს ავტომწარმოებლების ლიცენზირებულ სერვის ცენტრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში, ასევე მიღებული ცოდნა და უნარჩვევები შეუძლია გამოიყენოს თვითდასაქმებისთვის.
- ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 45.20.0 ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
- ISCO კოდი: 7231 – ავტომობილების მექანიკოსები და ამწყობები.
პროგრამის ხელმძღვანელი: ვალერი ჯაჯანიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის ელექრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებლის მომზადება.
მიღება
კონტაქტი