თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ფოკუსირდება ქვეყნის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მიმართულებების პოპულარიზებასა და ხელშეწყობაზე.

სტიპენდიის მოპოვება შუძლიათ მაღალ აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, შემდეგი ფაკულტეტებიდან:

  • სამშენებლო ფაკულტეტი
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
  • აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

სტიპენდია ყოველთვიურია და მისი ოდენობაა 300 ლარი.

ფონდი ასევე გასცემს 1500 ლარის ოდენობის (ერთჯერადად) სტიპენდიას ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?