სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ გამართა საქველმოქმედო აქცია — „4 წლის ელენესთვის“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიის – „მოდინახეს“ მოყვარული მსახიობები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით „უკანასკნელი თოლია“. 

საქველმოქმედო სპექტაკლი 4 წლის ელენე ფარცვანიას დასახმარებლად გაიმართა. 

სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიის „მოდინახეს“ რეჟისორის, გიორგი ჭანტურიას თქმთ, მოყვარული მსახიობების მიზანი მხოლოდ ხელოვნება, თეატრი ან წარმოდგენა კი არა, თანაგრძნობის, მზრუნველობისა და სითბოს გამოხატვა იყო, იმ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიმართ, რომლის ყველაზე პატარა წევრი, 4 წლის ელენე დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.

2.png

„თეატრი ეკუთვნის და უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ „მოდინახე“ ძალიან ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ქველმოქმედება ჩვენი უნივერსიტეტის, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მსოფლმხედველობის ნაწილია და სწორედ მისი მხარდაჭერით გავერთიანდით ელენესთვის. ამჯერად თითოეული აპლოდისმენტი, შემოწირულობა და გულისძგერა ელენეს ჯანმრთელობისა და ბედნიერი მომავლისთვისაა. ქველმოქმედება არის ის სითბო, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როცა სხვისი ტკივილი ჩვენიც ხდება. ის გვახსენებს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით სამყაროს შეცვლაც კი შეგვიძლია“, – აცხადებს გიორგი ჭანტურია. 

ინფორამციისთვის, „უკანასკნელი თოლია” ერთმოქმედებიანი დრამაა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო ცოტა ხნის წინ სიღნაღის საერთაშორისო თეტრალური ფესტივალზე პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა. 

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • ენერგეტიკული რესურსებისა და ეკოლოგიის განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული)
  • მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული)
  • ადამიანური, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებისა და რესურსსარგებლობის სივრცითი განვითარების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული)

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 23 ივლისიდან – 25 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა №67, სტუ-ის მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი №515, ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი. პასუხისმგებელი პირი რ. ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 29 ივლისს.
კონკურსის პირველად შედეგებს საკონკურსო კომისია გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 2025 წლის 29 ივლისს, თვალსაჩინო ადგილზე და ცენტრის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე); აგრეთვე, მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებგვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის — საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე უკვე მესამედ აღინიშნა. წლის მანძილზე დაარსების დღეს, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს. ეს საუნივერისიტეტო ტრადიცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, 2023 წლიდან დამკვიდრდა. 

ღონისძიება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. 

პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს – უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა წლის მანძილზე ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიმდინარე, 2024/2025 სასწავლო წელს განახორციელეს. 

2 (2).png

„2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტზე შემუშავებულმა კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანმა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა, უკვე მიიღეს დადებითი შეფასება აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან. სამი პროგრამა მომზადდა და შეტანილია კლასტერულ აკრედიტაციაზე. ჩვენი ფაკულტეტის 6 პროგრამა ABET აკრედიტაციისათვის მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. მომავალ წელს კი 16-მა პროგრამამ უნდა გაიაროს კლასტერული აკრედიტაცია, რისთვისაც აქტიური მზადებაა დაწყებული. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებელთა ხუთწლიან პროგრამაზე, რომლის აკრედიტაციაზე წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება. ასევე, GIF პროექტის – „ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ – ფარგლებში, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, მზადდება ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში, რომელზეც სტუდენტების მიღება მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები. ფაკულტეტს მათთან დამყარებული აქვს მჭიდრო და უწყვეტი თანამშრომლობა. დამსაქმებლები სტუდენტებთან ატარებენ მასტერკლასებს და ინდუსტრიულ ტურებს. ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. მადლობა ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თალიკო ჟვანიამ. 

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები.

რექტორის თქმით, 72 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.

1 (3).png

„დღევანდელი დღე გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობას და მის როლს განათლებაში, ეკონომიკაში, ინდუსტრიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ინფორმაციული ტექნოლოგიები და მართვის სისტემები არ არის მხოლოდ ტექნიკური მიმართულება. ეს არის პროგრესის ბირთვი, ყველა ინოვაციური პროცესის საძირკველი – ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დასრულებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ყოველთვის ლიდერობდა ამ მიმართულებით. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი შვიდი ათეული წელია წარმატებით ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც დღეს წყვეტენ სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებს, ქმნიან ინოვაციურ სტარტაპებს, მართავენ მსხვილ ტექნოლოგიურ პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში განუზომელია. გლობალური კონკურენციის პირობებში, ფაკულტეტის მისია კიდევ უფრო ფართოვდება და მოიცავს მომავლის ლიდერების აღზრდას, მეცნიერების განვითარებას, ციფრული საქართველოს მშენებლობას. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, ადმინისტრაციასა და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც ქმნიან საქართველოში ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მომავლის საფუძველს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

ღონისძიების დასასრულს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, პროფესორ ნოდარ ლომინაძეს და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, პროფესორ აკაკი გიგინეიშვილს, ხოლო საპატიო დიპლომები – პროფესორებს: ელისაბედ ხახუტაშვილს, ბადრი მეფარიშვილსა და ლევან გიორგაშვილს.

გარდა ამისა, რექტორმა საპატიო სიგელებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების 30-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ფაკულტეტის დღე სტუდენტების მიერ სპეციალურად მომზადებული საკონცერტო პროგრამით დაიხურა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმა, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები ერთმანეთს შეხვდებიან”

„სწავლების პრაქტიკული მეთოდი, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის მიღებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ითვალისწინებს, სტუდენტებისთვის მრავალმხრივად ეფექტურია. მსგავსი ფორმატის სემინარები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გადმოტანას პრაქტიკაში, აძლიერებს სტუდენტების პროფესიულ თვითდაჯერებულობასა და მოტივაციას, უზრუნველყოფს მათ შეხებას ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან, აფართოებს წარმოდგენას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე, სტუდენტებს უფრო პრაქტიკული და კონკურენტუნარიანი უნარებით მომავალი დასაქმებისთვის ამზადებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს. 

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს სალექციო კურსის ფარგლებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა როგორც შემეცნებით მიმართულებას, ისე სასტუმროს ინტერიერის დათვალიერებას და აქტიური ვაკანსიების გაცნობას.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარებულ სემინარზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებს, მომსახურების კულტურასა და მართვის პროცესებს უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც ეს პრაქტიკა ყოველდღიურად ხორციელდება.

1 (2).png

სწავლების ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული კომპეტენციების განვითარების, არამედ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის, რადგან ის ზრდის მომავალი კადრების ხარისხსა და სექტორისადმი მათი პასუხისმგებლობის განცდას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც დამსაქმებლები და სტუდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, იყოს მრავალფეროვანი. სწორედ ამ მიზნით ვეწვით სასტუმროების ქსელის „თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “მოქსი თბილისის“ ერთ-ერთ სასტუმროს „თბილისი მარიოტს“. დიდი მადლობა სწავლებისა და განვითარების მენეჯერს ქალბატონ ქეთევან წერეთელს, საინტერესო ტურისთვის.  სტუდენტებმა მოისმინეს სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა, დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები, ასევე, გაეცვნენ სასტუმროში არსებულ აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის როგორც ინფორმაციის მიღების, სამუშაოების სპეციფიკის გაცნობის ისე მათი დასაქმების მიმართულებით. ადგილზევე გამოიკვეთა ჩვენი ორი სტუდენტის მიმართ ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათი შეთანხმება დადებითად გადაწყდება “- განაცხადა ნატო ქათამაძე. 

სტუ-ში “ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო კონკურსების შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერ-მკვლევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები – ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP) მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, “ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო კონკურსებისა და კლასტერების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები განიხილეს. 

2 (1).png

გამომსვლელებმა, განსახილველ თემებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად უზრუნველყვეს საგრანტო პროექტების შესახებ დაინტერესებული მკვლევრების ინფორმირება და მათ პროექტებში მონაწილეობისთვის საჭირო პრაქტიკული საკითხები გაუზიარეს. გარდა ამისა, მკვლევრებმა დარგის სპეციალისტებისგან (NCP) ამომწურავი კონსულტაცია მიიღეს და რიგი საკითხებისა სიღრმისეულად განიხილეს.

„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ – უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

„სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები. აუცილებლად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარება მათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამსახური. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო, არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ, განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე. 

რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა – 2021-ში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა.  პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულობა, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.

ცნობისათვის, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია. 

სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძის უშუალო ჩართულობითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სასწავლო პრაქტიკა არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილზე გაიარეს. 

სასწავლო პრაქტიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ინსტიტუტ „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე და ფაკულტეტის პროფესორები – თამაზ ხმელიძე, ბორის მაისურაძე, მარინა გრძელიშვილი და კონსტანტინე მჭედლიშვილი, სამშენებლო ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა. 

როგორც აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე აღნიშნავს, სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ობიექტზე მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ერაგია და მისი მოადგილე ბესიკ დიასამიძე.

თამაზ შილაკაძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს როგორც ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობის სრული პროექტი, ასევე, იმ მონაკვეთის მუშა ნახაზები, რომელსაც სასწავლო პრაქტიკა მოიცავდა. 

„სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებს და მშენებლობა-რეაბილიტაციის ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ხორციელდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო აღნიშნული პროექტების უშუალო შემსრულებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომლის წარმომადგენლებმაც სასწავლო პრაქტიკის მონაწილე სტუდენტებს მეგზურობა გაუწიეს. მათთან შეთანხმებით, ახალგაზრდები, საქართველოს სამხედრო გზის ფასანაური-მლეთის შუა მონაკვეთზე მშენებარე მრუდი მოხაზულობის ხიდის მეშვეობით, გადავიყვანეთ არაგვის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც იწყება 1,5 კმ სიგრძის საავტომობილო სამზოლიანი გვირაბი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდზე და გვირაბში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორებმა თამაზ ხმელიძემ და ბორის მაისურაძემ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები დააკვირდნენ გვირაბის პორტალთან ბეტონ-ტუმბოსა და ავტობეტონსაზიდის სამუშაოებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. მათ არაერთი შეკითხვა დასვეს გვირაბის გაყვანის, გამაგრების, მოპირკეთების, ექსპლუატაციის, ვენტილაციისა და ქანობის შესახებ, ასევე, ინტერესი გამოიწვია ხიდის საფეხმავლო ტროტუარების, არმატურისა და მოაჯირების დამონტაჟების პროცესმა. ვფიქრობთ, მსგავსი სასწავლო პრაქტიკები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის“, – აღნიშნავს თამაზ შილაკაძე.

სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არაგვის ხეობაში გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.

„ერთია, როდესაც აუდიტორიაში ვისმენთ ლექციებს მშენებლობის ამა თუ იმ საკითხზე, და სულ სხვა ეფექტია, როცა მიმდინარე მშენებლობას ადგილზე აკვირდები და პრაქტიკაში შეგიძლია შეისწავლო. ადრეც ვყოფილვარ არაგვის ხეობაში, მაგრამ აქ თუ ასეთი გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვერ წარმოვიდგენდი. აღფრთოვანებული ვართ მეც და ჩემი ჯგუფელებიც. მადლობა ჩემს ფაკულტეტს, პედაგოგებს და ჩემს უნივერსიტეტს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. 

როგორც დოქტორანტი მარი თებიძე აღნიშნავს, სასწავლო პრაქტიკამ მისი სამეცნიერო თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა: „აღფრთოვანებული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, სასწავლო პრაქტიკა ასეთ მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე გამევლო. ვფიქრობ, ამით ჩემი სამეცნიერო თვალთახედვა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უკვე დარწმუნებული ვარ, ნანახიდან ბევრი რამ სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისას გამომადგება“.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ჩატარებულ სასწავლო პრაქტიკას პოზიტიურად აფასებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პრაქტიკების კომპონენტს საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სტუდენტთა პროფესიული მომზადების მიმართულებით. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო პრაქტიკების კომპონენტი წარმოადგენს განათლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მიგვაჩნია, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ მიიღონ თეორიული ცოდნა ინჟინერიაში, არამედ განივითარონ პროფესიული უნარები, ჩაერთონ მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში, გავიდნენ ობიექტებზე და ადგილზე, რეალურ დროში დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს. არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ჩატარებული სასწავლო პრაქტიკა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობა და სასწავლო პროცესისადმი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა ნამდვილად დასაფასებელია. სწორედ სამინისტროსთან თანამშრომლობით შევძელით სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. მასპინძლობისა და მეგზურობისთვის ასევე მადლობას ვუხდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ობიექტზე მომუშავე პროფესიონალებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც სამშენებლო, ისე ყველა სხვა ფაკულტეტზე, რეგულარულად ხორციელდება სასწავლო პრაქტიკები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ფაკულტეტებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი, დოქტორი ლევან ფიფია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საკოორდინაციო საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი პრაქტიკული ინიციატივების განხორციელება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, უკეთ გაიაზრონ თავიანთი პროფესიული გზა, შეიძინონ აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა სამომავლოდ, დარგის პროფესიონალებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ“ – აცხადებს ზურაბ გვიშიანი. 

სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკები სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EU-AGM პროექტის თანაკოორდინატორად დაინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შვედეთში გამართულ მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო EDU-ABCM, EU-ZW და EU-AGM ერთობლივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) კომპონენტის ფარგლებში შვედეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — Kungliga Tekniska Högskolan (KTH) და Mälardalens Universitet (MDU), აგრეთვე, სტოკჰოლმი–ტურკუს ბორანზე გაიმართა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური და თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით და უზრუნველყოს პარტნიორებს შორის გამოცდილების, იდეებისა და ინოვაციური ხედვების გაცვლა.

2.png

„შეხვედრა წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, კურსებისა და პროგრამების განვითარების კუთხით მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. პროექტის მიზანია თანამედროვე, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული ციფრული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება, რაც Erasmus+ CBHE პროექტების გავლენას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს“, – აცხადებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EU-AGM პროექტის თანაკოორდინატორად დაინიშნა, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის, პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვანი აღიარებაა. 

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სრულიად დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტებისთვის ინოვაციური სწავლების შესაძლებლობებს და გახდება რეგიონში ერთ-ერთი უნიკალური ციფრული სასწავლო სივრცე მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით მსოფლიოს 15 ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტებმა. შეხვედრები წარიმართა ინტერაქციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტები სამი Erasmus+ პროექტის ფარგლებში: EDU-ABCM — პარტნიორები კამერუნიდან, ეთიოპიიდან, მავრიკიდან და იტალიიდან. EU-ZW — პარტნიორები ზიმბაბვედან, ესპანეთიდან და შვედეთიდან. EU-AGM — პარტნიორები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე. 

მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრაზე განხილული იყო მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: სასწავლო მოდულების, დისტანციური ლაბორატორიების, ქეისებისა და გამოწვევების შექმნა QIP მეთოდოლოგიის გამოყენებით; გენდერული თანასწორობის თემატიკა; ხილვადობისა და ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიები, თარგმნის მექანიზმები; კურსებისა და მიკროაკრედიტაციების შემუშავება “EEDA Planner” და “EEDA OpenedX” პლატფორმებზე; საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები; „გადაბრუნებული კლასის” (Flipped Classroom) სწავლების მოდელი; ინდუსტრიის წარმომადგენელთა ხედვები; მდგრადობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.

„ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და გახდე სპეციალისტი“ – სტუ-ის კურსდამთავრებული

„ჩემთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამშენებლო ფაკულტეტი ნიშნავს მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის უმაღლესი სკოლა, სადაც შეგიძლია იპოვო საკუთარი პროფესიული გზა, მიიღო ცოდნა და რაც მთავარია, გახდე სპეციალისტი, რომელსაც სამშენებლო სფეროს განვითარება შეუძლია“, – აცხადებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საპროექტო ორგანიზაცია „კაპიტელის” კონსტრუქტორი ნინო პავლიაშვილი. 

ნინო პავლიაშვილმა სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, ბაკალავრიატი 2018 წელს დაასრულა, მაგისტრატურა – 2020 წელს, ხოლო დოქტორანტურა – 2023-ში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა თავისი მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურით, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და პროფესიონალი ლექტორებით, სამშენებლო ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ფაკულტეტია. აქ, დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც თეორიულ განათლებას, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, პროექტებზე მუშაობა კი რეალურ პირობებს ქმნის პროფესიული უნარების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებთან, რაც სტაჟირების საშუალებას გვაძლევს, რათა ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ასევე, ხშირად იმართება სემინარები, კონკურსები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. მუდმივი განვითარება და სიახლეების ძიება არის ის, რაც ადამიანს ავითარებს, ამიტომ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები და დრო, რადგან ეს საკუთარი თავის განვითარებისათვის საუკეთესო პერიოდია. ასევე, ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, რადგან არსებული თუნდაც ყველაზე გამოცდილი საინჟინრო სკოლაც კი ვერ მოგვცემს ცოდნას ძალით, თუ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას თავად არ გამოვიჩენთ“, – აცხადებს ნინო პავლიაშვილი. 

კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტესტირების განრიგი სტრუქტურული ერთეულებისთვის

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
.academic-competition{
text-align:left;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის ივნის-ივლისში იგეგმება ატესტაცია, დასაქმებულების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მუშაკის (დასაქმებულის) მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დასადგენად;

ატესტაცია ტარდება “საქართველოს შრომის კოდექსის“, კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“, სტუ-ის “წესდებისა“, სტუ-ის სხვა აქტების და მუშაკსა და სტუ-ს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების (დანიშვნის ბრძანების) მოთხოვნათა შესაბამისად.

ატესტაციის განხორციელების პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) არადისკრიმინაციულობა; დ) საჯაროობა; ე) კოლეგიურობა; ვ) კორექტულობა.

კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მუშაკის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დასადგენად, მუშაკს მოეთხოვება საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, უნივერსიტეტის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, კანცლერი) მიღებული სავალდებულო აქტებით (რაც აუცილებელია კონკრეტული მუშაკის სამსახურებრივი ვალდებულების შესასრულებლად) დადგენილი ვალდებულებების შესახებ ცოდნა;

მუშაკი ვალდებულია გამოცხადდეს სტუ-ის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ საატესტაციო კომისიის სხდომაზე დადგენილ დროს და ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობისა და კორექტულობის პრინციპების დაცვით გაიაროს გასაუბრება საატესტაციო კომისიასთან და ტესტირება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.

დღეისთვის, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში ტესტირების თარიღი სტრუქტურული ერთეულებისთვის შემდეგია:


  1. კომპიუტერული უნარების ტესტის განრიგი 19 ივნისი

  2. კომპიუტერული უნარების ტესტის განრიგი 20 ივნისი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?