სტუ-სა და ჰონგ-კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ზურაბ გუდავაძე და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯის (Hong Kong Chu Hai College) პროფესორს, ოლექსანდრ როგაჩის (Oleksandr Rogach) და ასოცოცირებულ პროფესორს, ოლექსანდრ პიდჩოსას შეხვდნენ. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის თქმით ორ უმაღლესს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, მეცნიერების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის ვიზიტებსა და გაცვლით პროგრამებს.

Cover gtu.png (7).jpg

ასევე, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯი ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ერთობლივად განახორციელებენ პროექტებს და ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო ღონისძიებებს ჩაატარებენ. 

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა.

ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან.

მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის, ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯთან.

ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.

ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯთან მემორანდუმის ფარგლებში არაერთი სასწავლო აქტივობა დაიგეგმება, მემორანდუმი ხელი შეუწყობს საერთაშორისო გაცვლის შესაძლებლობებს HKCHC-ის სტუდენტებისთვის სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით“, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯი ჩინეთში რანჟირებით 519-ე ადგილზეა და მოიცავს ინჟინერიის, ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის მეცნიერების ფაკულტეტებს.

ენერგეტიკის ფაკულტეტმა ახალი სასწავლო წელი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამებითა და განახლებული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 2024-2025 აკადემიურ წელს ორი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამით – ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და საინჟინრო მენეჯმენტი და ასევე ორი, განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიით – ჰიდროენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური მასალების ლაბორატორიებით იწყებს. 

2024-2025 სასწავლო წელს ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა. კერძოდ, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიაზე გამოცხადებულ 210 ვაკანტურ ადგილზე 210 აპლიკანტი ჩაირიცხა, საინჟინრო მენეჯმენტზე – 50-იდან 50, ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაზე – ასევე, 50-დან 50. 

საერთო ჯამში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას შეუდგება: ბაკალავრიატის 310 სტუდენტი; მაგისტრატურა – 65 სტუდენტი (55 — ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, 10 – ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა); დოქტორანტურა — 7 სტუდენტი (6 – ენერგეტიკა დაელექტროინჟინერია, 1 – ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტი). 

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, 16 სექტემბერს, პირველკურსელებთან პროგრამების მიხედვით, საინფორმაციო ტიპის შეხვედრები შედგება, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები გააცნობენ სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკას, ფაკულტეტის ისტორიას, ყოველწლიური სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალს და ა.შ.

“ენერგეტიკის ფაკულტეტი 95 წლისაა. ის ერთადერთია, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ განათლებას ეუფლებიან.

დღეს ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი – 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფაკულტეტი მზადაა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს, რაც უნივერსიტეტის და ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში.

ასევე, ჩვენი პროფესორები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაგეგმილია მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიეს, აუდიტორიებს, დერეფნებს და სასწავლო ინფრასტრუქტურას განაახლებს.

ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია. არაერთი პროექტის ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.

მადლობა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს”, – აცხადებს ლენა შატაკიშვილი. 

ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო ვიზიტებს.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია), ლა-კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა), დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ADA-ს უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).

3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი და ამავე ფაკულტეტის თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია არაბაძე 3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდნენ  ბელგიის ქალაქ გენტში KU Leuven-ის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებოლო სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობისა ცოდნის გაღრმავებისაკენ არის მიმართული.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus+CBHE პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.  

ღონისძიება, რომელსაც სტუმრის სტატუსით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი დაესწრო, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2024/2025 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.

სტუ 2024 სასწავლო წლის გახსნა.png

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას პირველ რიგში ვულოცავ პირველკურსელებს, რომელთაც დღეს გადადგეს ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე თითქმის 100%-იანი მიღება გვაქვს. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული სპეციალობებით ახალგაზრდების დაინტერესება ასე მაღალია, რაც ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების მიზანმიმართული გუნდური მუშაობის შედეგია. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ჩარიცხულთაგან 95%-მა პირველ უნივერსიტეტად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი მონიშნა და შესაბამისი არჩევანი გააკეთა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია — უნივერსიტეტში ჩარიცხულთაგან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 255 აპლიკანტმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, 44-მა 70%-ანი, ხოლო 32-მა 100%-იანი, რაც მიუთითებს, რომ წელს მათემატიკის ცოდნის საშუალო დონე საგრძნობლადაა აწეული.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას. მეცნიერებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. 

ახალ სასწავლო წელს, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის, რომელთა შორის გამოვყოფ მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიეს, აუდიტორიებს, დერეფნებს და სასწავლო ინფრასტრუქტურას განაახლებს. ახლო მომავალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის ინფრასტრუქტურა სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს. რაც მთავარია, შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მოწინავე საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლას, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰუმანიტარულ პროგრამებსაც. სწორედ ამის დადასტურებაა ფონდის ინიციატივა, განაახლოს ენერგეტიკის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, რისთვისაც, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს, ენერგეტიკის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს ჯაბა ხმალაძეს. 

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც, 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების, ათასობით სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2023/2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ. ნოდარ პაპუკაშვილმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად  მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 

სტუ-ის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ცნობილმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა. “ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ უნივერსიტეტს, რექტორს, პედაგოგებს და სტუდენტებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს. წარმატებები მისურვებია. ჩემთვის პატივია ღონისძიების მუსიკალური ნაწილი გავხსნა და თქვენთვის შევასრულო ყველა თაობისთვის გამორჩეული და საყვარელი სიმღერა “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ჯემალ სეფიაშვილმა. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართა. მოეწყო გასართობი სივრცეები, სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ საუნივერსიტეტო მუსიკალური ჯგუფები – Next Station და ეთნობენდი “მარე”;  საკონცერტო პროგრამა სტუ-ის კურსდამთავრებულმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. ასევე, რექტორის გადაწყვეტილებით, პირველკურსელ სტუდენტებს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.  

სტუ-ში ფაკულტეტების მიხედვით 2024/2025 სასწავლო წლისათვის სადოქტორო პროგრამებზე დროებითი საფაკულტეტო კომისიების მიერ ჩასარიცხად რეკომენდირებულ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით)

სტუ-ის ვიცე-რექტორი: „ახალ სასწავლო წელს განახლებული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ვხვდებით“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლის 16 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის. 

სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართება.

სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი – The Blackberries სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგება.

საკონცერტო პროგრამას კი,  DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი აცხადებს, 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი  სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. საინჟინრო დარგში სავალდებულო საგანი არის მათემატიკა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათემატიკის ცოდნის საშუალო დონე აწეულია.

საქართველოს მასშტაბით, მათემატიკაში 28 აპლიკანტმა მიიღო 51 ქულა, 35-დან 51-მდე  კი,  700-მა,  რომელთა უმეტესობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

ვფიქრობ, რომ ამ შედეგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილიცაა, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს.

კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას.

ესაა უპრეცედენტო პროექტი და ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

ამ ორი დამატებითი საგნიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს.

ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა გამოვყო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი.

პირველი შედარებით ახალია, მეორე კი, გარკვეული პრობლემების წინაშე იდგა.

წელს ორივე ფაკულტეტზე 100%-იანი მიღება გვაქვს.

გარდა საინჟინრო მიმართულებებისა, ასევე 100%-იანი ჩარიცხვა გვაქვს ჰუმანიტარული მიმართულებით.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 255 აპლიკანტმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, 44-მა 70%-ანი, ხოლო 32-მა – 100%.

წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს”, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 70 საგანმანათლებლო პროგრამიდან 36 სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულადაა გამოცხადებული და სრულად ფინანსდება. 

სტუ-ში ფაკულტეტების მიხედვით 2024/2025 სასწავლო წლისათვის სადოქტორო პროგრამებზე დროებითი საფაკულტეტო კომისიების მიერ ჩასარიცხად რეკომენდებულ აპლიკანტთა სიები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსის პირველადი შედეგები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 19 ივლისის №01-05-04/111 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო მიმართულების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, 2024 წლის 5 ივლისს, გამოცხადებული კონურსით გათვალისწინებულ აკადემიურ თანამდებობაზე აირჩიეს: 

ივანე გიორგაძე – ასოცირებული პროფესორი (0,5 საშტატო ერთეული)

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები, ფაკულტეტების მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლისათვის

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები ფაკულტეტების მიხედვით:

სამშენებლო ფაკულტეტი

ენერგეტიკის ფაკულტეტი

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სტუ-ში მეცნიერების ფესტივალი „GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი “ GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” ჩატარდა. 

მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU),  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (HZDR). 

ღონისძიება სტუ-ის რექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან.

20 წლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა.

გერმანელი პროფესორების მონაწილეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის ტარდებოდა და ტარდება შემოდგომის ლექციები. სხვადასხვა წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის, მინი „MRI“ დანადგარი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ როგორც სწავლებისთვის, ასევე კვლევისათვის.

რექტორის თქმით, ამავე პერიოდში, გაერთიანებას გერმანული მხრიდან შემოუერთდა ჰელმჰოლც გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი (Dresden-Rossendorf (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი – GSI, ასევე, აახენის და კიოლნის უნივერსიტეტები.

Cover gtu.png (5).jpg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, რომლის ფარგლებში შეჯამდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობის – მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა.

მადლობას ვუხდი პარტნიორებს, განსაკუთრებული მადლობა სებასტიან შმიდტს, ჯონ შას და ჰანს ტროერს, ისინი ამავდროულად ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან.

პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაჯილდოებული არიან შესაბამისი გრანტებით, რომლის ფარგლებში შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.

2023 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა „cooperation agreement in the framework of the GGSB-PLUS“, სადაც გერმანულ მხარესთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ხელმომწერი იყვნენ კონსორციუმის წევრი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

“GGSB-PLUS” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა SMART ლაბორატორიის დაარსებას. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გამყარდება ურთიერთთანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

სამეცნიერო ღონისძიების „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab მიღწევები“, ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.

საიუბილეო ღონისძიებებს მასპინძლობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 
 
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ტარდება: GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა – თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-ს და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე; ქუთაისში, KIU-ში – ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.

გრძელდება განაცხადების მიღება კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ განაცხადების მიღება გრძელდება. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

წელს,  კონკურსის ჟიურის წევრები გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენენ: 

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო
  • მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო
  • მედიაში;
  • საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.
  • თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს.

განაცხადის შევსება

კონკურსის წესები

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. 

კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

თამარ მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?