საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ — XVIII, XIX და XX საუკუნეების ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სპეციალობებში.

ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავში ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე შექმნილი ლიტერატურაა დაცული. რამდენიმე მილიონ საბიბლიოთეკო ერთეულს შორის არის როგორც წიგნები, ისე პერიოდული გამოცემები. ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა “KOHA” (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე.

სტრუქტურა

1.  სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკ – სტუ-ს I კორპუსი;

2.  ენერგეტიკის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს VIII კორპუსი;

3.  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს III კორპუსი;

4.  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს II კორპუსი;

5.  სატრანსპორტო სისტემისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს I კორპუსი;6.  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს I კორპუსი;

7. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიბლიოთეკა – სტუ-ს VI კორპუსი;8. ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს VI კორპუსი;

9.  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს VI კორპუსი;

10. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – სტუ-ს VI კორპუსი;

11.  დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბიბლიოთეკა – სტუ-ს VIII კორპუსი;

12. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა – დ. გურამიშვილის გამზირი №17.

დებულება
სარგებლობის წესი
ადმინისტრაციული კორპუსი
მოგვწერეთ