არის Clarivate Analytics-ის საკუთრებაში არსებული, გამოწერაზე დაფუძნებული სამეცნიერო ციტირების ინდექსირების პლატფორმა. ის უზრუნველყოფს წვდომას მრავალ მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც მოიცავს მაღალი ხარისხის, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებს, წიგნებსა და კონფერენციების მასალებს სხვადასხვა დისციპლინაში, რაც მკვლევარებს ეხმარება პუბლიკაციების ძიებასა და ციტირების ანალიზში. Web of Science ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზად, რომელსაც აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იყენებენ ლიტერატურის მიმოხილვისა და კვლევითი ტენდენციების დასადგენად.
თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზები
Royal Society of CHemistry
სამეცნიერეო მონაცემთა ბაზა ქიმიის დარგში უფასო წვდომის ჟურნალები: www.rsc.org/journals-books-databases/about-journals/opena/
ქიმიური ნაერთების ბაზა:www.chemspider.com
FAO AGRIS
AGRIS-ი სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემაა. AGRIS-ი უზრუნველყოფს უფასო წვდომას 12 მილიონზე მეტ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერზე, მათ შორის 1 500-ზე მეტ მონაცემთა ნაკრებზე. AGRIS-ის ჩანაწერები ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ენაზე. AGRIS-ის ჩანაწერები ძირითადად ემყარება მრავალენოვან თეზაურუსს AGROVOC, რომელიც მოიცავს FAO-ს საქმიანობის ყველა სფეროს. მონაცემთა ბაზის გამოყენების ინსტრუქცია.
AGORA
ადმინისტრირებას უზრუნველყოფს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ამჟამად სთავაზობს წვდომას ასი ქვეყნის 28000 ონლაინ რესურსზე 15000 ახალ ელექტრონულ წიგნზე
ECONBIZ
გერმანიის ეკონომიკის ეროვნული ბიბლიოთეკა – ლეიბნიცის ეკონომიკის საინფორმაციო ცენტრი (გერმანია)
DOAJ OPEN GLOBAL TRUSTED
ღია წვდომის ჟურნალების დირექტორია არის მაღალხარისხოვანი რეცენზირებადი ღია წვდომის ჟურნალების ონლაინ-კატალოგი.
Directory of Open Access Books
ღია წვდომის ელექტრონული წიგნების ბაზა. რეცენზირებადი წიგნების კატალოგი ბმულით პირველწყაროსთან, რომელიც უზრუნველყოფს ინდექსირებას.