წარმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას თითქმის 2 200 აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ სექციად: ფიზიკა და ინჟინერია, ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უფასოდაა ხელმისაწვდომი აბსტრაქტების უმრავლესობა. ხოლო სრულტექსტოვანი წვდომა (PDF და HTML ფორმატებში) საჭიროებს გამოწერას.
საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
Cambridge Journals Online
Cambridge Journals Online – მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების დარგებს: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.
Royal Society Journals Collection
Royal Society Journals Collection – წარმოდგენილია: ბიოლოგიური მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და მათი მომიჯნავე დისციპლინები. https://royalsociety.org/journals/
Sage Journals
წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროდან.
INSTITUTION OF MECHANICAL ENGINEERS
წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე. ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. საიმჟინრო მიმართულების ჟურნალები სხვადასხვა სფეროში.
EE – EDWARD ELGAR
წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.
Duke Journals Scholarly Collection
Duke Journals Scholarly Collection – მოიცავს მიმართულებებს: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
ACM DIGITAL LIBRARY
ACM ციფრული ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ძირითადი მონაცემთა ბაზა კომპიუტერულ მეცნიერებაში ჟურნალებზე, კონფერენციების შრომებზე, ტექნიკურ ჟურნალებსა და სხვა მასალებზე წვდომისათვის. ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებს, ასევე პროფესიულ გამოცემებს.
Openedition Journals
Openedition Journals – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
Mathematical Sciences Publishers
Mathematical Sciences Publishers – კოლექცია მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.