მევენახეობა ენოლოგია
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
აკრედიტებული
სწავლების ენა
ინგლისური
კრედიტების რაოდენობა
120 კრედიტი
გადასახადი
უფასო
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს:
- მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში ვაზისა და ღვინის ისტორიული გავრცელება-განვითარების ეტაპები მსოფლიო მევენახეობის დარგში; ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის დამკვიდრებული და თანამედროვე მეთოდები; ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები.
- მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეგულაციებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების თანამედროვე, ინოვაციური და ტრადიციული ტექნოლოგიები; დარგის ტენდენციები; მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური პროცესები; თანამედროვე ანალიზური ტექნიკის გამოყენებით ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიული კვლევა; კვლევისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და დაგეგმვა;
- ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები; ღვინის დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციიის მეთოდები; მსოფლიო ღვინის ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები; ტურისტული პაკეტების, მათ შორის „ღვინის გზა“ დაგეგმა-დამუშავება და პოპულარიზაცია მსოფლიო ტენდენციების გათვალსიწინებით.
- მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე, დარგში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი – შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი, რომელიც მართავს ღვინის წარმოების სრულ ციკლს ვენახის გაშენებიდან-საბოლოო პროდუქტამდე.
საგნები
I სემესტრი
II სემესტრი
კრედიტები
მიღება
სწავლების ენა – ინგლისური.
კონტაქტი