სტუ-ის „პოეზიის თეატრმა“ პირველი წარმოდგენა გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაფუძნებულმა „პოეზიის თეატრმა“, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სცენაზე,სტუდენტების მონაწილეობით, პირველი წარმოდგენა გამართა. 

„პოეზიის თეატრი“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ბაზაზე დაფუძნდა. ახალი თეატრის ფორმირება სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილისა და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ნუგზარ ბუცხრიკიძის უშუალო ჩართულობით მოხდა.

პირველ წარმოდგენას სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები,უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები,თანამშრომლები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სტუ-ის „პოეზიის თეატრის“ სტუდენტმა მსახიობებმადამსწრე საზოგადოებას ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები კლასიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიული ჩანართების თანხლებით წარუდგინეს. სპექტაკლის რეჟისურა, ინსცენირება და სცენოგრაფია საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის. 

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, რექტორმა, დავით გურგენიძემ ახლადდარსებული „პოეზიის თეატრის“ დასსადა სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი წარმოდგენის გამართვა მიულოცა და სტუდენტებს სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულმა წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„ეს შესანიშნავი წარმოდგენა დაასრულა დიდი ილიას გენიალურმა ლექსმა – ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს მათ ჩვენი ქვეყნის აწმყოც სწყალობთ და მომავალიც მათია!.. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა დასახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი დასის – „პოეზიის თეატრის“ დაარსებას. სასიხარულოა, რომ პირველიწარმოდგენის მხატვრულმა გადაწყვეტამ და გემოვნებით წარმოდგენილმა სანახაობამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „პოეზიის თეატრის“ დაფუძნების იდეა გასული წლის 14 აპრილს დაიბადა, როცა საქართველოს ტექნიკურუნივერსიტეტში ქართული ენის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღვნიშნეთ. სწორედ ამ დღეს „მოდინახემ“ნიკო მუსხელისშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია – „ო, ენავ ჩემო“წარმოადგინა. ღონისძიებაში, ჩვენი თეატრის მსახიობებთანერთად, მონაწილეობდნენ ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე. დარწმუნებული ვართ, „პოეზიის თეატრი“ კიდევ არაერთ წარმოდგენას გამართავს და ახალგაზრდა თაობებში ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრებს აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ საუნივერსიტეტოთეატრსა და მისი დასის წევრებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი 79-წლიანი ტრადიციის მქონე სახალხო თეატრ-სტუდია სრულიდატვირთვით მუშაობს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ, ქმედითი მხარდაჭერისა და სარეპეტიციო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებისთვის, რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მოდინახე“ და „პოეზიის თეატრი“ მაყურებელს, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს.

„პოეზიის თეატრის“ პირველ წარმოდგენაზე, რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები: რეჟისორის ასისტენტები – ჯეკო დათუაშვილი და გოგა ბებია, წამყვანი – ირაკლი ურუშაძე, განათების ინჟინერი – გიორგი თათულაშვილი, ხმის რეჟისორი – გიორგი კუტალია, ქორეოგრაფები – ცისანაკობახიძე და გიორგი ჭანტურია.

სტუ-ის სტუდენტებმა ბილბაოს საერთაშორისო კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ – მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა, ნანა ბუკიამ და ნიკა მაღრაძემ,  ხსნადობის წონასწორობაზე საერთო იონური მოქმედების თერმოდინამიკური მოდელირების შესახებ სტუ-ის პროფესორ ირინე ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევის შედეგები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) წარადგინეს.

კონფერენციაზე, რომელშიც 7 ქვეყნის 80-მდე უნივერსიტეტისა და აკადემიის 60-ზე მეტი სტუდენტი, 35 პროფესორი, 50-მდე ასოცირებული პროფესორი და დოქტორი მონაწილეობდა, წარდგენილი იყო მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესებასა და განახლებაზე ფოკუსირებული 105 კვლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის ირინე ბერძენიშვილის განცხადებით, მაგისტრანტების მიერ წარდგენილი ნაშრომი, რომელიც განხორციელდა სასწავლო კურსის – „ტექნოლოგიური პროცესების ქიმიური თერმოდინამიკა“ – ფორმატში,  საერთაშორისო კონფერენციამ მაღალი ხარისხის თანამედროვე კვლევად შეაფასა, ასევე, მუშაობის პროცესში შეიქმნა სადისკუსიო სივრცე, სადაც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და სტუდენტებმა, მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად, ერთმანეთს იდეები და გეგმები გაუზიარეს.

„კვლევის თერმოდინამიკური მეთოდები ის თანამედროვე ტრენდია, რომელსაც დღეს მასობრივად მიმართავენ ქიმიური და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, პრეზენტაციაში ავსახეთ  კონკრეტულ მაგალითზე საერთო იონური მოქმედების პრინციპი, როგორც მნიშვნელოვანი ფენომენი და ამავე დროს, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იონურ ნივთიერებათა ხსნადობაზე. თერმოდინამიკური ანალიზით დადგენილია, რომ წონასწორულ რეაქციულ სისტემაში საერთო იონის არსებობა აქტიურად ზემოქმედებს ხსნადობაზე და ინიცირებს მყარი ფაზის სელექციურ გამოყოფას. ამ მოვლენას რეგულარულად ვაწყდებით ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებში როგორიცაა: მარილის ექსტრაქცია ზღვის წყლიდან, მარილების გაწმენდა, ხარისხობრივი ანალიზი, წყლის დამუშავება, საპნის წარმოება, საკვები სოდის წარმოება, ბუფერების რეგულირება, ამასთან, ეს ეფექტი ხშირად გამოიყენება სასურსათო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.  წარმოდგენილი პრინციპის უკეთ გააზრებითა და მიღებული შედეგების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მოძველებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება, მრავალი წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური საფუძვლების სრულყოფა და ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების რაციონალურად წარმართვა. სასიხარულოა, რომ კონფერენციამ ნაშრომი მაღალი ხარისხის კვლევად მიიჩნია, რაც ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. საწარმოო, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს, კვლევები ინჟინერს ეხმარება, ექსპერიმენტის გვერდის ავლით, მრავალი აქტუალური პრობლემა გადაჭრას და სწორი დიაგნოზი დასვას. ჩვენ გამოვიკვლიეთ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკაში, რომელიც  ორიენტირებულია მიზნობრივი პროდუქტის გამოსავლის გაზრდაზე. საერთო იონის ეფექტის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ქიმიის დარგისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას საქართველოში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მივუახლოვოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, დეკანს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს და მთელ ჩვენს კოლექტივს“, – აცხადებს პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.

ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში გამართულ I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „მოძველებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდები“ (“Current Methods of Improving Outdated Technologies and Methods”) –  წარმატებით მონაწილეობისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

 

სტუ-ის მკვლევრები „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას“ გაეცნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და მკვლევრებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელმა, თინათინ ჯაჭვაძემ, „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზნები და შესაძლებლობები გააცნო.

მეცნიერ-გამომგონებლებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის, მიმდინარე წლის 16 თებერვლის ჩათვლით, „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში  განაცხადების შეტანაა შესაძლებელი.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა, თეა მურვანიძემ აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებელია, სადაც, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი სამეცნიერო გამოგონება იწარმოება. უნივერსიტეტს ჰყავს მეცნიერები, რომლებიც, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, თავიანთ გამოგონებებს უცხოეთში ვერ აპატენტებენ. შესაბამისად, ჩვენი გამოგონებების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ქართული პატენტით სარგებლობს. იმ მიზნით, რომ გამოგონება საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ, აუცილებელია საერთაშორისო პატენტი, რაც დამატებით სახსრებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფოს მიზანი სწორედ მეცნიერ-გამომგონებელთა მხარდაჭერა და მათთვის საერთაშორისო პატენტის მოპოვებასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებაა. GITA-ს „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა“, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენს მკვლევრებს ქმედით დახმარებას აღმოუჩენს.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ, პროგრამის ფარგლებში წარადგინონ განაცხადი თავიანთი გამოგონებებისა და კვლევების შესახებ. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებას, გამოგონების კომერციალიზაციასა და საერთაშორისო პატენტის მოპოვებას,  ამ მიმართულებით პროგრამა იზრუნებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები და „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებშიც გაიმართა. უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეების მასშტაბური მხარდაჭერისა და დეტალური ინფორმირებისთვის  მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მის წარმომადგენლებს“, – განაცხადა თეა მურვანიძემ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლის, თინათინ ჯაჭვაძის ინფორმაციით,  „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები და ინოვაციები, შეფასებისთვის კი მიიღება ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და მომდევნო დონეს აკმაყოფილებს. მისი თქმით, განაცხადით შემოსული პროექტების პირველად შეფასებას, ასევე, დეტალურ შესწავლას კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები უზრუნველყოფენ.

როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე GITA-ს წარმომადგენელმა განმარტა, განაცხადის დეტალური შესწავლა გულისხმობს სამეცნიერო პროექტების დეტალურ ანალიზს – ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნესმზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, ამავდროულად, დეტალური შესწავლის ეტაპზე, პროგრამის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი. მისივე განმარტებით, დეტალური შესწავლის ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებთან მიმართებაში, ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები, რის შემდეგაც პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს – მეცნიერებს, მკვლევრებსა და გამომგონებლებს, ასევე, იურიდიულ პირებს, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს.

 

სტუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის რამდენიმე მიმართულებით გაფართოების საკითხი, ასევე, სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტებში სტუ-ის არქეოლოგიის, არქიტექტურის, სამთო-გეოლოგიის, ქიმიური ტექნოლოგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების აქტიურად ჩართვის შესაძლებლობები.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის, განცხადებით, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოოს და გააღრმაოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსი, ასევე, მიმდინარე თუ განსახორციელებელ პროექტებში რამდენიმე მიმართულებით ჩართოს როგორც უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

„ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსი და კონკრეტულ პროექტებში ავსახოთ, რაც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობის არსებული მემორანდუმის საფუძვლიანად გადახედვას და მის მოდიფიცირებას. უნივერსიტეტთან თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულია ახალგაზრდა არქეოლოგების მოზიდვითა და სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტებში აქტიურად ჩართვით. მეორე, ასევე აქტუალური მიმართულება კლდის ძეგლების მოვლა-პატრონობაა. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის დახმარებით შევკრათ ახალგაზრდებისა და გამოცდილი მკვლევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომელებიც უზრუნველყოფენ მეტეოსადგურის, სეისმური სადგურის, გეორადარისა და მონიტორინგის სისტემების გამართულად ფუნქციონირებას, იზრუნებენ მონაცემთა ბაზების შექმნა-დამუშავებაზე. მესამე მიმართულება კონკრეტული კრიტიკული არეალების დამუშავება და შესაბამისი პროექტების შედგენაა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების დაწყება. ამ მხრივ, აუცილებელია საპროექტო ჯგუფის დაკომპლექტება ისეთი სპეციალისტებით, როგორიცაა: კონსტრუქტორი, გეოლოგი, სამთო-ინჟინერი, არქიტექტორი, ქიმიკოსი და ა.შ. უნივერსიტეტთან ვითანამშრომლებთ IT-მიმართულებითაც. საუბარი ეხება სააგენტოს ერთ-ერთ მიშვნელოვან ბაზას – GIS-პორტალს, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის შესახებ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან GIS-მონაცემების მართვაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი თანამშრომლობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის დახელოვნება ორმხრივ სასარგებლო და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე იქნება. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს,“ – აღნიშნა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, გააღრმაოს თანამშრომლობა და ქმედითად ჩაერთოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტებში, ასევე, შესთავაზოს მას უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების აქტიურად გამოყენება.

„უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ აზნაურაშვილს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვანი შეთავაზებისთვის, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პოტენციალის პრაქტიკულ და თეორიულ გამოყენებას გულისხმობს. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომლებიც უკავშირდება ჩვენი უნივერსიტეტის  მკვლევრებისა და სტუდენტების მონაწილეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა თუ ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში, არქეოლოგიურ გათხრებსა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, არქეოლოგიის კვალიფიკაციით ჩაერთოს თანამშრომლობაში – უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტსა და მის მეცნიერებს არქეოლოგიური ექსპედიციების წარმართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. არქეოლოგიის საუნივერსიტეტო ჯგუფებში ჩართულ სტუდენტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესში შეუძლიათ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარონ ყველა სამუშაო, როგორიცაა დაზვერვა, არტეფაქტების მოპოვება-აღწერა, გასუფთავება, საცავში გადატანა და მათი კონსერვაცია. ჩვენი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მაღალ დონეზეა განვითარებული რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის  მიმართულებები და ამ მხრივ, სტუდენტების ჩართულობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრანტებს გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, გამოცდილი მკვლევრების ხელმძღვანელობით, შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი სირთულის გეოლოგიური კვლევები, აქვთ კულტურული ძეგლების გამაგრების პრაქტიკული გამოცდილება უფლისციხეში, ვარძიასა და უშგულში, სწავლობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სამშენებლო მასალებისა და დუღაბის შემადგენლობას. უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა, სააგენტოს შესთავაზოს გამოცდილი ლითოლოგები, პეტროლოგები, ინჟინერ-გეოლოგები, ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, სამთოელები. რაც შეეხება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტსა და მის სტუდენტებს, მათთვისაც უაღრესად საინტერესო იქნება სააგენტოს პროექტებში მონაწილეობა – დაწყებული მონაცემთა ანალიტიკიდან, ინტელექტუალური მონიტორინგის სიტემის შექმნით დამთავრებული. იგივე შეიძლება ითქვას ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე, მით უმეტეს, რომ ამ ფაკულტეტზე კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მაღალ დონეზეა განვითარებული კერამიკისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებები. რაც შეეხება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მისი მკვლევრები და სტუდენტები სიამოვნებით იმუშავებენ კულტურული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი სტანდარტების შემუშავება-დანერგვაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მასშტაბურად ჩაერთონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტებში, ახალგაზრდებმა ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილებით გაიმყარონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და, ამავდროულად, მონაწილეობა მიიღონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ამავე ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ნონა ოთხოზორია, ფაკულტეტების მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

„კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან“, – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაცვლილი სტუდენტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი ნიკა შავიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, დიზაინის საერთაშორისო სკოლის მეორე კურსის სტუდენტის ელენე ეფრემიძის გარდაცვალების გამო ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ინფორმაცია, როცა ჩვენი სტუდენტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული და იმედისმომცემი ბაკალავრის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ელენე ეფრემიძის დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.

ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ ერთი ახალგაზრდა დაკარგა. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტის, ელენე ეფრემიძის სახელი მოუშუშებელ იარად დიდხანს დარჩება. მსუბუქი იყოს ელენესთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

 

დასკვნითი გამოცდები დაიწყო!

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

29 იანვარს სტუ-ში დასკვნითი გამოცდები დაიწყო.

დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე – https://elearning.gtu.ge

საგამოცდო და ელექტრონულ სასწავლო რესურსების ცენტრში დასკვნით გამოცდებზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ.

ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე.

თანამედროვე მშენებლობასა და არქიტექტურაში ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მათ შესაქმნელად და ფუნქციური ამოცანების გადასაწყვეტად ჯგუფი მიმართავს კომბინირებულ მეთოდს, რაც გულისხმობს საინჟინრო კონსტრუქციების, სხვადასხვა მექანიზმის, ელექტრონული სისტემების, ასევე, მართვისა და კონტროლის პროგრამული მოწყობილობების სინთეზურად გამოყენებას.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები და სტუდენტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ისინი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის კონსტრუქციების შექმნა-დახვეწაზე მუშაობენ. პროექტის მიზანია, შეიქმნას ისეთი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, თამაზ ხმელიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნით, ჯგუფი მიზნად ისახავს, სამშენებლო დარგში გადაჭრას რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება მრავალფუქციურობას, ზესიმსუბუქეს, თვითამძრაობას, ბიუჯეტურობასა და ექსპლუატაციის პროცესში მედეგობას.   

„ახალი ტიპის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში – გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები, ავტოფარეხები, სოფლის მეურნეობაში – სასათბურე კომპლექსები, იშვიათი პლანტაციები, ასევე, კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეები. ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნა-სრულყოფაზე, რომელიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება ზემსუბუქი, რითაც შეამცირებს გადახურვის წონას, იქნება ძალიან ბიუჯეტური, რითაც შეამცირებს მასალების ხარჯს, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იქნება  თვითამძრავი, სწრაფი და შეძლებს შესაბამისი თანამიმდევრობით დაკეცვასა და გაშლას და ა. შ. მთავარია, ამ ახალი ტიპის ტრანსფორმირებადმა კონსტრუქციებმა საგრძნობლად შეამციროს მშენებლობის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც“, – აღნიშნავს თამაზ ხმელიძე.

სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი – პროფესორი თამაზ ხმელიძე, კონსტრუქციის ავტორი – სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე, მონაწილე სტუდენტები: თეიმურაზ საღინაძე და გიორგი შვანგირაძე), პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის პროტოტიპი კასპის ტექნოპარკში, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონზე – „ConstrucThon 2.0“ – წარმატებით წარადგინეს. გარდა ამისა, ჰაკათონზე, წარდგენილი იყო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის  ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების (ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა, თორნიკე თოდრაძე) იდეა, რომელიც ეხებოდა მშენებლობაში ე.წ. კობიაქსის სისტემების გამოყენებას საყოფაცხოვრებო მეორადი ბოთლების სახით, რასაც დიდი ეფექტი აქვს რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ხარჯის შემცირებისა და პოლიმერული ნარჩენების უტილიზაციის თვალსაზრისით.

 

განცხადება – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

1.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2020 წლის 16 თებერვალს.  

2.     პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2024 წლის  14 თებერვალს. 

3.     არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2024 წლის 2 თებერვალს და მიმდინარეობს  2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.  

  1. ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

  1. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ)  ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

ზ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

  1. განაცხადები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განაცხადები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

7.     მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი თუ მას უკვე წარმოდგენილი აქვს ასეთი ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

 

სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის წოდება ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გარღმავების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

სტუ-ის რექტორს საპატიო ჯილდო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიულჩოხრა მამედოვამ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაქოში, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართული აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე,  საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გადასცა.

ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და KIU-ს რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, აზერბაიჯანულ უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რექსპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების, აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების, ასევე, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების მეტად დაახლოების საკითხებზე, რისი მიღწევაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ინტენსიურად განხორციელების გზით არის შესაძლებელი.

„განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი ათეული წელია ღრმა პარტიორული ურთიერთობები აქტიურად და მაღალ დონეზე ვითარდება. ქართული მხარე ამ მიმართულებით კოლაბორაციის კიდევ მეტად გაფართოებითა და გაღრმავებით არის დაინტერესებული. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით არაერთი შეხვედრა შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამჟამადაც, საქართველოს დელეგაცია, მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში შედგა. გარდა ამისა, ვიმყოფებოდით აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში (ADA), შევხვდით რექტორს, პროფესორ ჰაზიფ ფაშაევს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ვეწვიეთ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორ, პროფესორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც ორი ქვეყნის  უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას გაცილებით გააძლიერებს და სამეცნიერო კოლაბორაციას, თვისობრივად, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორული ურთიერთობების მეტად გაღრმავებას“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანული უნივერსიტეტის რექტორებმა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით გურგენიძის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, მხარეები გააძლიერებენ კოლაბორაციას ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი, სტაჟირებისა თუ კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამების გააქტიურების, ერთობლივი საგანმანათლებლო-მეთოდური და პრაქტიკული ბაზების ამოქმედების, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო სადისერტაციო საბჭოების დაფუძნების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორ უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი კოლაბორაციის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებას.

აზერბაიჯანის რექსპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე წულაძის, მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის შემადგენლობით ესწრებოდა.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ფარგლებში საგანამანათლებლო პროგრამის შეცვლის(შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა 2024 წლის 5 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ ფაკულტეტს სადაც სწავლობენ  და გააკეთონ განაცხადი მობილობის შესახებ.

შენიშვნა

·ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტს  არ აქვს მობილობით სარგებლობის უფლება.

·სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხილეთ დანართში 1; დანართში 1ა; დანართი 1ბ:

საკონტაქტო პირები

Support

Why are you writing to us?