სტუ-ს ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის უფროსი მაიკლ სტეინფილდი და მისი ასისტენტი იოჰანე ერიკსენი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ სტეინფილდი და იოჰანე ერიკსენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დევი ხვედელიანს, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს ლენა შატაკიშვილს, დეკანის მოადგილეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობებში ვახტანგ გვიშიანს და ფაკულტეტის პროფესორებს: გრიგოლ ხელიძეს და გიორგი გიგინეიშვილს, შეხვდნენ.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დევი ხვედელიანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლების უნივერსიტეტში ვიზიტი უკავშირდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანიც, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, სტუ-ის სტუდენტებისათვის ნორვეგიაში სწავლის ხელშეწყობაა.

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის თანამშრომლობა 2013 წლის 3 ივლისს დაიწყო, როცა გაფორმდა სამმხრივი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მემორანდუმი გულისხმობს საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებგვერდის შექმნას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება.

მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრიორიტეტული პოტენციური ჰიდროელექტროსადგურები.

GIS სისტემის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრული რუკა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა, რაც ინვესტორებს გაუმარტივებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს. პროექტი წარმატებით დასრულდა, რაც თანამშრომლების გაღრმავებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან ერთად ახალი პროექტის ინიციiრების საფუძველი გახდა. შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი”, – განაცხადა დევი ხვედელიანმა.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს პროექტით, 2018 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის ფაკულტეტის 8 სტუდენტმა ისარგებლა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დამუშავდა მაგისტრატურის პროგრამა ჰიდროინჟინერიის განხრით.

ამ დროისთვის პროგრამაზე სწავლობს ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებიც 2024 წელს დაასრულებენ სწავლას. ასევე გვყავს სტუდენტები, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ორწლიანი პროგრამა და საქართველოში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, დირექტორატის დახმარებით წარმატებით შემუშავდა განახლებადი ენერგიების შესახებ კანონპროექტი და სხვა.

„მაიკლ სტეინფილდიმ და იოჰანე ერიკსენმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს პროექტში ჩართული ყველა უწყება, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამამ, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორზე, სტუდენტების ცოდნის ამაღლებასა და მათ კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესზე. ჩვენ მზაობა გამოვთქვით, სამომავლოდ, მსგავს პროგრამებში ჩართულობასა და განხორციელებაზე“, – განაცხადა ლენა შატაკიშვილმა.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე SDSU-ს ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 

სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.

მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი წარმატების მომტანი გახდა.

in.png

რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში.

აღნიშნული პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია. 

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას, პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი.

შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას მოუტანს. 

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების; საავტომობილო ტრანსპორტის; რკინიგზის ტრანსპორტის; ლოგისტიკის; საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის; ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის სექციებმა იმუშავა.

კონფერენციაში, შესაბამის სექციებში, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის იუნკრებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე და სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 9 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი – I ადგილი – ვახტანგ ლაზარიაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – რეზო კუპატაძე, ელენე ველიჯანაშვილი, ლუკა ხელაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი – ნიკოლოზ აბაშიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); მაგისტრატურა – I ადგილი – თორნიკე კვირიკაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – ომარ მეძველია (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); დოქტორანტურა – I ადგილი – ეთერი გელაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – გურამ შანიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 9 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი-I ადგილი – გიორგი ჭყონია, ლუკა ხაკიძე ( სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი); II ადგილი – თამარ გერგედავა, თამარ ვარდიშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) III ადგილი – ნიკოლოზ ბასილაია, დავით აბრამიშვილი, დავით ბეგიაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი);

ლოგისტიკის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 3 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული, დოქტორანტურა I ადგილი – ომარ მამალაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 8 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი -I ადგილი – ლუკა გურასპაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – ალექსანდრე კაჭარავა, ლუკა ძოწენიძე, დავით გუგეჩაძე (დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემია); III ადგილი – ირაკლი მარწყვიშვილი (დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემია)მაგისტრატურა -I ადგილი – მარიამ ბარბაქაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); დოქტორანტურა I ადგილი – ამირანი ლაზარაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – მალხაზ ცუცქირიძე (დოქტორანტურა, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 8 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი-I ადგილი – საბა თელია (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – ბაჩანა კოპაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი – ლაშა ხურცილავა (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); მაგისტრატურა -I ადგილი – გიორგი ცხომელიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – შალვა ლომსაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი – ელჩინი ახმედოვი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) დოქტორანტურა I ადგილი – ბაქარ გეწაძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) III ადგილი – დავით ბულეიშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო 6 სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი – I ადგილი – დავით მიქაბერიძე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); II ადგილი – მარიამ გველესიანი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი); III ადგილი – თეა შუბითიძე, ლანა ნინიკაშვილი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი).

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამშენებლო ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამშენებლო ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობდა — მშენებლობის, ჰიდროინჟინერიის და საგზაო.

***

მშენებლობის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

photo-output (3).jpg

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – ანი გულუა; II ადგილი – ანნა გოგალაძე; III ადგილი – ანდრია ქარელი;
დოქტორანტურა: I ადგილი – ალექსანდრე ახვლედიანი; II ადგილი – სოფიო გელაშვილი.

***

ჰიდროინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები
ბაკალავრიატი: I ადგილი – გიორგი კუპრაშვილი; II ადგილი – გიორგი შვანგირაძე, მარიამ ცომაია; III ადგილი – გიორგი ხარძიანი;
დოქტორანტურა: I ადგილი – სანდრო კუპრაშვილი; II ადგილი – ანნა გოგალაძე; III ადგილი – ანდრია ქარელი.

***

საგზაო სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – სალომე კეკიშვილი; II ადგილი – ლუკა გულუა; III ადგილი – ლევან იაკობიძე;
მაგისტრატურა: I ადგილი – კახა იანქოშვილი; II ადგილი – ნიკა ბეგლარიშვილი;
დოქტორანტურა: I ადგილი – ლუკა კურდღელია; II ადგილი – გიორგი ხატიაშვილი; III ადგილი – ნოდარ ხორბალაძე.

***

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

photo-output (2).jpg

კონფერენციამ 56 სექცია მოიცვა, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექცია და 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე —  2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება.

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრები “სტუდფესტი 2024” -ის ფარგლებში გამართული ტურნირის გამარჯვებულია

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებმა, “სტუდფესტი 2024”-ის ფარგლებში გამართულ, 3X3-ზე კალათბურთის ტურნირში გაიმარჯვა, რომელსაც ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
 
მეორე ადგილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო მესამე ადგილი სპორტის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდებმა დაიკავეს.

ცნობისთვის, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს.

ფესტივალი სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს მოიცავს.

სტუ-ში, ნოდარ ტაბიძის კლუბის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტურმა კლუბმა, პროექტის – „ლექტორის საათი“ – ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, სპიკერის რანგში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლია მეტრეველი მიიწვია.

„ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართული მეოთხე შეხვედრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო.

პროფესორმა ლია მეტრეველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მარად თანამედროვე, ბუმბერაზი მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, განიხილა გახმაურებული ლიტერატურული მოვლენები, მათ შორის, აკაკი წერეთლის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველასთან. მისი თქმით, იმდროინდელ  ქართველ მოღვაწეთა შორის ვაჟა-ფშაველას ტალანტით საჯარო აღტაცება არავის გამოუხატავს ისე, როგორც აკაკის და არც ვინმე გამოსულა მსგავსი მწვავე კრიტიკით მის წინააღმდეგ.

ლია მეტრეველმა, ასევე ისაუბრა ვაჟას გარდაცვალებისა და მთაწმინდის პანთეონში მისი გადასვენების შესახებ, ამას გარდა, თანამედროვეობის ჭრილში ვაჟას რამდენიმე გენიალური ნაწარმოები განიხილა.

სტუდენტების აქტიური ჩართულობით, საუბარი წარიმართა პოეტის უნიკალურ მსოფლგაგებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, პიროვნულ თუ სულიერ სრულქმნაზე, რაც ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში ყალიბდებოდა; ბუნების საიდუმლოებათა წვდომის ვაჟასეულ გასაოცარ უნარსა და მის პოეტურ სტილზე, რომელიც მკვეთრად გამორჩეულია მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; იმაზე, თუ როგორ გაარღვია ცივილიზებულ სამყაროსთან განშორებულმა ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები და როგორ გაამდიდრა ლექსიკა დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით; როგორ ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების ურთულეს პროცესებს, ეძიებდა როგორც პასუხს ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, ასევე მათგან განკურნების წყაროებს.

ლია მეტრეველმა „ლექტორის საათი“ ვაჟა-ფშაველას ლექსით – „ფშავლის სიყვარული“ – დაასრულა.

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის წევრებმა, მრავალმხრივ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის, პროფესორ ლია მეტრეველს მადლობა გადაუხადეს.

„შეხვედრამ სტუდენტებზე დიდი გავლენა იქონია. ქალბატონ ლია მეტრეველს გამორჩეულად საინტერესო გადმოცემის უნარი აქვს და წარუშლელ ემოციას იწვევს მსმენელში. ის ჩემი პედაგოგიც გახლდათ და დღესაც ისევე გულდასმით ვისმენდი მის საუბარს, როგორც სალექციო კურსზე.  თვალყურს ვადევნებდი დარბაზს და ჩვენი სტუდენტების აღტაცებულ სახეებს ვაწყდებოდი. ვიმედოვნებთ, ლია მეტრეველი მომავალშიც გააგრძელებს ნოდარ ტაბიძის კლუბთან თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არჩილ გურგენიძე.

შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 

სტუ-ის საცურაო აუზის მოცურავეებმა ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, ცურვაში ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

ლიუბლიანას თასის ღია გათამაშება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა: აბსოლუტური – 2005 წელს დაბადებული და უფროსები, 2006-2007 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები, 2008-2009 წწ. დაბადებული გოგონები და ბიჭები, 2010-2011 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები.

თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიის საკლუბო გუნდები და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების ის წევრები, რომლებიც ვარჯიშობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუზზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრ – ტონუსიs“ მოცურავეებმა 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ესენი არიან: მამუკა შენგელია (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); მიხეილ სერედინსკი (2 ოქრო) ; სანდრო ქვილორია (3 ოქრო, 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის „fina“-ს 3 დისტანციაზე მოპოვებული ქულების ჯამში მოიპოვა სლოვენიის თასი); აკაკი მღებრიშვილი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); გიორგი უგრეხელიძე (2 ვერცხლი); ალექსანდრე ჯიქიძე (1 ოქრო 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო) და სალი შერბაევა (2 ვერცხლი).

სტუ-ის რექტორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ავსტრია-უნგრეთის ბოლო იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილს, 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩს გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა.

მისივე ცნობით, მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებასა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
 
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ვიზიტისთვის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, უნივერსიტეტი და შესაბამისად, ფაკულტეტი მზადაა არსებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს.

რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, ერთ-ერთი ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტის მეცნიერები ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

INS.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ავსტრიელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თქვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და შეხვედრის მონაწილეებს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს (პრეზიდენტი) პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თბილი შეხვედრისთვის. როგორც გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.

შემოქმედებითი ტური

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამისი ფაკულტეტების ბმულებს:

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი: 
https://gtu.ge/arch/apply/registration/

მისამართი: მ. კოსტავას 68, სტუ-ის I კორპუსი

დიზაინის საერთაშორისო სკოლა: 
https://gtu.ge/ids/apply/registration/

მისამართი: მ. კოსტავას 75ა, სტუ-ის მე-8 კორპუსი

გისურვებთ წარმატებას!

სტუ-ში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ავალიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, დიპლომატის, იურისტისა და ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 

ახალი გამოცემის – „ზურაბ ავალიშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი“ – ავტორი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძეა.

ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას – სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და მიწვეულ სტუმრებს – წიგნი და მისი ავტორი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა.

INS (1).png

დეკანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხისა და ქვეყნის წინაშე ზურაბ ავალიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი არ დარჩენილა ცნობილ მკვლევართა, მათ შორის პროფესორების – გურამ მამულიასა და გურამ შარაძის მხედველობის მიღმა, მისი ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების ძირითადი მომენტები დღემდე არ ყოფილა მონოგრაფიული კვლევის საგანი. მისი თქმით, პროფესორ გივი ლობჟანიძის ნაშრომი ამ დანაკლისის შევსების წარმატებული მცდელობაა და ის ჯეროვან სამსახურს გაუწევს იურისტებს, პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას. როგორც ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, წიგნის რედაქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველია, რეცენზენტები კი აკადემიკოსი ომარ გოგიაშვილი და პროფესორები – ვაჟა გურგენიძე და დავით ლობჟანიძე არიან.

„ავტორმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ საარქივო მასალებისა და ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ამომწურავად წარმოგვიდგინა დიდი ქართველის – ზურაბ ავალიშვილის ბიოგრაფია და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები, ცოცხლად აგვიწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და დემოკრატიული საქართველოს სამართლებრივი შეფასების ფონზე წარმოაჩინა ავალიშვილისეული პოლიტიკური და სამართლებრივი ხედვა და პრიორიტეტები.

აღსანიშნავია, რომ გივი ლობჟანიძე მიზანმიმართულად იკვლევს ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოღვაწეობას. მეტად საინტერესოა მისი ნაშრომები დიდი ილიას, ნიკო ნიკოლაძისა თუ არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებისა და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეხედულებათა შესახებ. დარწმუნებული ვართ, ახალ გამოცემას დაინტერესებული მკითხველი, სპეციალისტები და ახალგაზრდა თაობა სათანადოდ შეაფასებს და წარმატებით გამოიყენებს შემდგომი კვლევებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.

_DG_4335.jpeg

საზოგადოებას მიესალმა და ახალი სამეცნიერო ნაშრომისთვის ავტორს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ დიდ მამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისა და პროფესიონალებად ფორმირების მხრივ. 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, გივი ლობჟანიძის სამეცნიერო კვლევა, რომელიც მონოგრაფიის სახით პირველად გამოქვეყნდა, გამოირჩევა თხრობის სისადავით და მკითხველს ძალდაუტანებლად აცნობს გამორჩეული ქართველის, ზურაბ ავალიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ემიგრაციაში მისი ყოფნის პერიოდს, სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ევროპიდან დაუღალავ ზრუნვას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმისადმი ერთგულებას, მის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ხედვებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, წიგნი დიდი ინტერესით იკითხება, რაც უდავოდ, მის ღირებულებას ზრდის.

Support

Why are you writing to us?