სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობდა: ბიზნესის ადმინისტრირება; საჯარო მმართველობა და ელექტრონული ბიზნესი და საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიები.

***

ბიზნესის ადმინისტრირების სექციაში მონაწილეობა ორმა სტუდენტმა მიიღო.

შესაბამისად, გამარჯვებულები გახდნენ: მაგისტრატურის სტუდენტი საბა კაჭარავა და დოქტორანტურის სტუდენტი ლაშა ხოფერია.

***

საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის სექციაში მონაწილეობდა 6 სტუდენტი.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
მაგისტრატურა – I ადგილი – დიანა დემეტრაშვილი;
დოქტორანტურა – I ადგილი – მაია მიქაია.

***

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციაში მონაწილეობდა 9 სტუდენტი, აქედან: 6 ბაკალავრი, 2 მაგისტრანტი, 1დოქტორანტი.

კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – კობა პაქსაძე;
მაგისტრატურა: I ადგილი – დავით დავითაძე;
დოქტორანტურა: I ადგილი – თამარ მოხევიშვილი. 

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავდა.
 
მათ შორის:
სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობდა 4 სექცია და ნაშრომი წარმოადგინა 25-მა სტუდენტმა;
ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი;
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი;
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი;
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი;
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი;
დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი;
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი;
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი;
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი;
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე —  1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გაგრძელდა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება.

სტუ-ის სტუდენტები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელსა და წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (EYOF) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მოხალისეთა სტატუსით მონაწილეობა იყო.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული აქტივობების, საშეჯიბრო ლოკაციებისა და ისეთი ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესახებ, როგორიცაა ბიათლონის, თხილამურებით რბოლისა და საციგურაო მოედნები, ყინულის სასახლე, რომლებიც ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმშია განთავსებული; ესაუბრნენ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე, ახალგაზრდებს განუმარტეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარება. მათი თქმით, 2025 წლიდან საქართველო იქნება რიგით მეშვიდე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლა.

როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მოხალისეთა დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტმა ცოტნე მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება ბევრად არის დამოკიდებული საორგანიზაციო საკითხების სრულფასოვნად მოგვარებაზე, რაშიც მნიშვნელოვანია მოხალისეთა მონაწილეობა. მათი თქმით, ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალთან 800 მოხალისე ითანამშრომლებს, რომელთაც ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური ტრენერები წინასწარ ჩაუტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებში. 

2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მოხალისეობის მსურველებმა, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით, უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია ბმულზე.

მოხალისეებად შეირჩევიან ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეობის პირობებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების კოორდინატორის, არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდებიან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მოხალისეებად ჩართვის შესაძლებლობით და ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

„გარდა იმისა, რომ მოხალისეებად შერჩეული ჩვენი სტუდენტებისთვის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი წარუშლელ მოგონებად დარჩება, ის უნარები და გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები მაღალი რანგის ტურნირზე შეიძენენ, ასევე ის სერტიფიკატი, რომელიც მათზე გაიცემა, მომავალშიც, აუცილებლად, გამოადგებათ. გარდა ამისა, მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ძვირადღირებული ბრენდირებული სპორტული სამოსით და აქსესუარებით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით და კვებით, შეჯიბრებების შემდეგ შეძლებენ დაკავდნენ სპორტული აქტივობებით, გაერთონ ფანზონებსა და სარეკრეაციო სივრცეებში, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი ქართველი და უცხოელი მეგობრები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივად აახლებს მოხალისეთა ბაზებს და საჭიროებიდან გამომდინარე, დატრენინგებულ მოხალისეებთან მომავალშიც ითანამშრომლებს, საუკეთესოებს კი, როგორც თავად აღნიშნეს, დასაქმებასაც შესთავაზებენ“, – აღნიშნა არჩილ იოსელიანმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც 1991 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (EOC) პატრონაჟით იმართება. 2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, 2020 წლის ნოემბერში კი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

მისივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია – „სამთო“ სექცია და „გეოლოგია“, მუშაობდა.

,,სამთო“ მიმართულების სექციაში მონაწილეობა 24-მა სტუდენტმა მიიღო.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ბაკალავრიატი: I ადგილი – ანა ქათამიძე; II ადგილი – ვალერი რეხვიაშვილი; III ადგილი – მიხეილ სერებრიაკოვი, ანა ქათამიძე. მაგისტრატურა: I ადგილი – ნიკოლოზ დურგლიშვილი; II ადგილი – მიხეილ არჯევანიძე; III ადგილი – ოთიკო ზუკაკიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი – სოფიო გუგეშაშვილი; II ადგილი – მარიამი დარახველიძე; III ადგილი – ნანა ჯიქია.

„გეოლოგიის“ მიმართულების სექციაში ფაკულტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ბაკალავრიატი: I ადგილი – დავით მაისურაძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); II ადგილი – ლუკა ასანიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – გუგა ფანოზიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მაგისტრატურა: I ადგილი – ელენე ჩიკვილაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – დავითი იმნაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – დავით ელისაბედაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). დოქტორანტურა: I ადგილი – დავით ჩიკვაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

14 ივნისს, 15:00 საათზე, სტუ-ის  ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  სხდომა №01-06-02/06. 

დღის წესრიგი: 

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრის – ვასილ ღლიღვაშვილის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი; 

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამოხსენება  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, პროფესორი თამაზ ურთმელიძე;

4. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული ნაშრომის პლაგიატის არსებობაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე;

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ. კარლო კოპალიანი;

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ –  მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;

7. სტუ-ის საკუთრებაში არსებული ფართის სსიპ ანტიკორუფციული ბიუროსათვის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ – მომხსენებელი  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;

8. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამიდან – „მშენებლობა“, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – „სამოქალაქო ინჟინერია“, გადასვლის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სწავლის საფასურის შენარჩუნების შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;

9. მიმდინარე საკითხები.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემას ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე 979 წლით დათარიღებული იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტს ეხმაურება და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ ხალხს კიდევ ერთი ფასდაუდებელი ძეგლის გადარჩენასა და სამშობლოში დამკვიდრებას ულოცავს:

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის სამშობლოში დადგრომას.  

ბიძინა ივანიშვილს,  უკვდავი საგალობლის – „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ავტორის ხელნაწერი წიგნის შეძენისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის გამო, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მადლობას მოვახსენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა თუ ტაძარშია დაცული, საქართველოში, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი დღემდე არ ინახებოდა – ეს არის პირველი შემთხვევა, რაც უფლებას გვაძლევს, განვაცხადოთ, რომ უაღრესად დასაფასებელია უნიკალური წიგნის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტი.

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოს მომავალი თაობები იამაყებენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრით, უნიკალური ქართული ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით, ფიროსმანის შედევრით – „არსენალის მთა ღამით“ და უკვე იოანე ზოსიმესეული ხელნაწერი წიგნით. მხოლოდ, ეს იქნებოდა საკმარისი ისტორიისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანას ეროვნული საგანძურიდან გამქრალი არაერთი შედევრი დაუბრუნა და გადაურჩინა“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობილი მეცნიერის, ვიქტორ ერისთავის იუბილეს სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებითა და პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით, საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“ გაიმართა.

სამეცნიერო ღონისძიება ცნობილი მეცნიერის, უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციას, რომელიც მეცნიერების დარგში რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, უცხოელი მკვლევრები, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესორი თამარ ლომინაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა. მან ყურადღება გაამახვილა ქიმიის დარგის განვითარებაში ვიქტორ ერისთავის უდიდეს სამეცნიერო ღვაწლზე.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიდი მეცნიერის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, აერთიანებს მკვლევრებს კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე რეალობის ადეკვატური სამოქმედო გეგმის შესაქმნელად, რადგან გარემოს დაცვა და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა უაღრესად მნიშვნელოვანია პლანეტაზე სიცოცხლის მდგრადობისთვის. 

„ფართო ერუდიციის მქონე ცნობილი მეცნიერისა და ღირსეული მამულიშვილის, ვიქტორ ერისთავის სამეცნიერო მემკვიდრეობა ანალიზურ ქიმიას, იშვიათი ელემენტების განსაზღვრის მეთოდების შემუშავებას და გარემოს დაცვის პრობლემებზე ჩატარებულ კვლევებს ეხება. სწორედ მან შექმნა აბსორბციული სპექტრის მაკეტი – ლაზერული დანადგარი ატმოსფეროს აირებით დაბინძურების დისტანციური განსაზღვრისთვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამ დიდი მეცნიერის, ჩვენს უნივერსიტეტში გარემოს დაცვის კათედრის, ამჟამად, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დამაარსებლის 85 წლის იუბილეს ეძღვნება, აერთიანებს მეცნიერებსა და მკვლევრებს, თავიანთი ხედვებით, ცოდნითა და გამოცდილებით, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება იმ მიზნით, რომ მეცნიერთა უშუალო ჩართულობით შესაძლებელი გახდეს გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ჩვენი ქვეყნის მდომარეობაზეც მუდმივად აისახება. 

კონფერენცია არაერთ მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელებს, განიხილავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, წამყვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე. მისი თქმით, „გარემოს დაცვა დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტია.

მნიშვნელოვანია, რომ  ინტერდისციპლინური თანამშრომლობით, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებითა და ერთობლივი ქმედებებით აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სამყაროს მდგრადი მომავლის შექმნაში, რაც დედამიწაზე სიცოცხლის დაცვის ტოლფასია“.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ერისთავი, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების ექსპერტი კევინ რამირესი ონლაინ ჩართვით დიდი ბრიტანეთიდან, კავკასიის კვლევებისა და ინოვაციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულია შვარცი და ამავე ცენტრის მკვლევარი მაილს ლალორი, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ოზონის შრეზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნოე მეგრელიშვილი, კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში კონსტანტინე ხაჭაპურიძე, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურებისა და პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-მკვლევარი ნათელა გიგაური.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ექვს სექციად წარიმართა:

  • გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები;
  • გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება;
  • გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება;
  • ბიომრავალფეროვნება და ურბანოეკოლოგია;
  • გარემოს ქიმია და ეკოლოგია;
  • ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები – ენერგოეფექტურობა.

ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: დრონების გამოყენების შემთხვევების ანალიზი გარემოს დაცვის სფეროში, საქართველოში ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება, სითბოს გავლენა ბუნებრივი ჰეილანდიტის სტრუქტურასა და ფორიანობაზე, ატმოსფერული ჰაერის ოზონით დაბინძურების პრობლემები, სამრეწველო ჩამდინარე წყლების გამწმენდი თანამედროვე სისტემები, რეციკლირების შესაძლებლობები და შედეგები, ატმოსფერული ჰაერის PM10 დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით ქ. რუსთავის მაგალითზე და სხვა.

კონფერენციის მასალები ელექტრონული კრებულის სახით გამოქვეყნდება და განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gtu.ge ელექტრონულ კრებულთან წვდომას კი ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

სტუდენტთა ღია 88-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ორი სექცია – „სამართალი“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“, მუშაობდა.

„სამართლის“ მიმართულებების სექციაში მონაწილეობა მიიღო ოცდაერთმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – მარიამ დათუნიშვილი, II ადგილი – თამარ იმერლიშვილი, III ადგილი – გვანცა ტაბატაძე, მაგისტრატურა: I ადგილი – ანუკი აბაშიძე, II ადგილი – მარიამ იასეშვილი; დოქტორანტურა: I ადგილი – ირაკლი ტყებუჩავა, II ადგილი – მარინა კობახიძე.

„საერთაშორისო ურთიერთობების“ სექციაში მონაწილეობა მიიღო ოცდასამმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი – ხატია ჯიქურაშვილი; II ადგილი – თათია არველაძე; III ადგილი – ანა მესტვირიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი – გიორგი ჩავლეიშვილი; II ადგილი – ელენე ჩალაძე; III ადგილი – სოფიო ჩანთაძე.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი იღებდა.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავდა, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.
 
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი, 14 ივნისს გაიმართება.

პროექტი – „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნით ფაზაშია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) აქტიურ ფაზაში შევიდა.

პროექტის ძირითადი გეგმის შესაბამისად, სტუდენტებმა მოდულურ ტრენინგ-პროგრამებზე რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს და შერჩეული სტუდენტებისათვის ტრენინგები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

27 მაისს, პირველი ტრენინგ-სემინარი მოდულებში „მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები“ და „მეწარმეობა პრაქტიკაში“ გაიმართა.

შეხვედრები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.

ტრენინგს, ამავე ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები უძღვებიან, რომლებმაც სასწავლო პროგრამები პროექტის ფარგლებში მოამზადეს.

in-11.png

ამასთანავე, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში ქალთა ტექ ჰაბი” ფარგლებში, სტუ-ის პროფესორ მასწავლებლების მიერ მთლიანობაში მომზადებულია ხუთი ტრენინგ მოდული, კერძოდ: 

  • ზოგადი მენეჯმენტი,
  • მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები,
  • გრაფიკული დიზაინი,
  • ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი,
  • მეწარმეობა პრაქტიკაში.

აღნიშნული მოდულებით სწავლება 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება.

ამასთან, პროექტით ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან – „მეწარმეობის დღის“ ორგანიზება და „ინოვაციური იდეების შეჯიბრი“.

შეგახსენებთ, რომ პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub)  კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან აქტიური კოორდინაციით ეწევა.

პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა დანიაში სამეცნიერო პროცესების მართვის სასერტიფიკატო კურსი გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა სამეცნიერო პროცესების მართვის მიმართულებით, დანიაში მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს, რომელსაც დანიური ორგანიზაცია DARMA (კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების დანიური ასოციაცია) უძღვებოდა. 

მეცნიერების მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – „ტექინფორმის“ თანამშრომლები დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, დანიის წამყვანი უნივერსიტეტების საქმიანობას გაეცნენ.

cover22.png

სასერტიფიკატო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის განცხადებით, კურსი, რომელიც ორგანიზაცია DARMA-ს მაღალპროფესიონალმა ტრენერებმა ჩაატარეს, დატვირთული იყო პრეზენტაციებითა და დებატებით იმ თემების შესახებ, რაც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით, აქტუალური და პრიორიტეტულია. 

„ინტენსიური კურსის ფარგლებში გავეცანით ევროპულ კვლევით პოლიტიკას, რასაც მეცნიერების მენეჯერთა პროფესიაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, უმნიშვნელოვანესი, ხშირად კი გადამწყვეტი გავლენა აქვს.

DARMA-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჩვენს სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრატორთათვის ეროვნული ქსელების შექმნის აუცილებლობასა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებზე, კვლევითი პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღწერასა და განაცხადების შეფასების აუცილებელ დეტალებზე, დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებზე, ასევე, მენტორინგის სისტემის ამოქმედებაზე კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ თუ ევროპულ ქსელებში და სხვა“, – აღნიშნავს მარიამ რაზმაძე.

მისივე ინფორმაციით, სასერტიფიკატო პროგრამის ეგიდით, გაიმართა ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლების – ანდერს დეგარდის, ჟოზეფინ თემ პარნასის, იონას ტოფტ ლუდვიგსენისა და ემა ჰოლმის მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების მართვის დანიური მოდელი და სამეცნიერო ეკოსისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, დაფინანსების წყაროები და საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები.

in22.png

როგორც მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, კურსის მონაწილეებმა დანიის წამყვან უნივერსიტეტებში მეცნიერების მართვის მოდელები შეისწავლეს და მათთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ამ მიზნით ისინი ესტუმრნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტს, კოპენჰაგენის IT უნივერსიტეტს, არჰუსის, ალბორგის და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტებს, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დანიურ ბიზნესსკოლას (CBS), რომელიც არაერთი წელია წამყვან პოზიციაზეა უნივერსიტეტების რეიტინგის საერთაშორისო სისტემებში. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების კონკურსში გამარჯვების შედეგად, მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი, „ტექინფორმის“ მკვლევრებთან ერთად, საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა გაიარეს.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლამ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ დიზაინის საერთაშორისო სკოლის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

კონფერენციის ეგიდით, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ერთმა სექციამ იმუშავა. სექციაში – „დიზაინი“ მონაწილეობა მიიღო სამმა სტუდენტმა.

კომისიის წევრებმა, საკონკურსო სამუშაო სხდომაზე, მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის სამი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ.

სტუდენტთა მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ნამუშევრების მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, დეკანის მოადგილემ სამეცნიერო და საერთაშორისო დარგში ნინო ფიცხელაურმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 3 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:
I ადგილი მიეკუთვნა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს დიმიტრი კაზაროვს, მდგრადი განვითარების თანამედროვე პრობლემატიკაზე აქტუალური ნაშრომისათვის – ,,ორი გზა – ერთი მიზანი: არაერთგვაროვნება მდგრად არქიტექტურაში.“
II ადგილი დაიკავა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ილია ჯიჯეიშვილმა, რომლის ნაშრომი ,, მდგრადი განვითარების სტრატეგიების ინტეგრირება ვიზუალურ კომუნიკაციაში: მაგალითების შესწავლა“, ვიზუალური ორიგინალურობით და თემატური სიმდიდრით იყო გამორჩეული.
III ადგილზე გავიდა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი ანასტასია კარტოზია ნაშრომით – ,,მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება ინტერიერის დიზაინში – ორი პროექტის ამბავი“, სადაც საინტერესოდ იყო დაპირისპირებული და განხილული ორი, თანამედროვე მდგრადი განვითარების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერის დიზაინის პროექტი.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

Support

Why are you writing to us?