პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი 15 ნოემბერს დაიწყო. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე აღინიშნა რომ უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შედეგებს სტუდენტები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას თავად გამოცდიან.
თავის მხრივ, შეხვედრაზე პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს გააცნეს პროფესიული პროგრამების სპეციფიკა, ესაუბრნენ დაგეგმილ აკადემიურ პროცესებზე და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 23 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წელს მივიღეთ 348 სტუდენტი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული პროგრამები, უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მომავალშიც მრავალი სიახლე იგეგმება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებული სასწავლო წელს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და კარიერულ წარმატებებს ვუსურვებთ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...