სტუ-ში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა.
ვებინარი დისტანციურ რეჟიმში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე სტუ-ის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია წარადგინეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი აცხადებს, ვებინარის მისია, მომავალი აბიტურიენტებისთვის, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
„ვებინარში – „გარემოსდაცვითი პროფესიები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს: სამთო გეო-ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ, საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო
პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ჭიაურელმა, გარემოსდაცვითი ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მთვარისა თანანაშვილმა, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუცინდა ჩხეიძემ და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ მელქაძემ. სკოლის მოსწავლეებს ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რატომ უნდა ჩააბარონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ უნდა აირჩიონ ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ აუცილებელი პროფესიები. ჩვენ წარვადგინეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების პროგრამები, რომელიც ამ ეტაპზე კადრების ნაკლებობას განიცდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, იყო კითხვები და გამოითქვა სურვილი სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
ვებინარში ხუთი სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა. პროფესორი ნატო ქათამაძე გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი დასაქმების მიმართულებით სთავაზობს სტუდენტებს. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ვებინარში ჩართული სკოლების წარმომადგენელთა აქტიურობის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამომავლოდ, აპირებს გაზარდოს საინფორმაციო არეალი და საქართველოს რეგიონების ყველა სკოლა მოიცვას.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....