სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის – საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით, დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების მხრივაც.
„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის უკვდავყოფისთვის.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა გახსნეს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა, 2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი საშუალებას აძლევს, აქტიურად შეისწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო პროექტებში.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...