სტუ-ში Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტი – DIGITECH იწყება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ Erasmus+ CBHE-ის პროექტის DIGITECH-ის ოფიციალურ გახსნასა და პირველ საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიმართულია მაღალტექნოლოგიური ცოდნისა და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და დიდ მონაცემთა გამოყენებისა და მათი ინტეგრირებისკენ უმაღლესი ტექნიკური განათლების პროცესში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი პილოტირება დაგეგმილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც განხორციელდება ახალი სასწავლო კურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ახალი ლაბორატორიის აღჭურვა. ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ყირგიზეთის, სომხეთის, სლოვენიისა და გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესსექტორის წამრომადგენლები მონაწილეობდნენ, ოშის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (OshTU – ბიშკეკი, ყირგიზეთი) უმასპინძლა.
სტუ-ის კანცლერისა და პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორის თქმით, პირველმა სამუშაო შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა სამწლიან საერთაშორისო ინიციატივას – „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ (DIGITECH), რომლის მთავარი მიზანია „ინდუსტრია 4.0“-ის მოთხოვნებთან დაკავშირებული უნარების დეფიციტის შემცირება და თანამედროვე სამრეწველო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.
პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, პროექტი ორიენტირებულია ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე ტექნოლოგიურ პროცესებსა და საწარმოო სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების პროგრამების მოდერნიზებას, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას.
როგორც სტუ-ის კანცლერი აცხადებს, DIGITECH-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამრეწველო განათლების გარდაქმნას, თანამედროვე ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიულ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც ფლობენ ინდუსტრია 4.0-ის ძირითად ტექნოლოგიებს, მათ შორის წარმოების დიგიტალიზაციას, ავტომატიზაციას, მონაცემთა ანალიზსა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კონკურენტუნარიანობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
„საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის სტრუქტურირებული გაცვლის გზით, DIGITECH-ი ქმნის მდგრად საგანმანათლებლო ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების შესაბამისობას სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალს და გააძლიერებს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის თანამშრომლობას, რითაც ხელს შეუწყობს ყირგიზეთის, სომხეთისა და საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ამ კონტექსტში, საერთაშორისო პროექტი DIGITECH-ი, მიზნობრივად პასუხობს რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევას – საუნივერსიტეტო პროგრამებსა და შრომის ბაზრის სწრაფად მზარდ მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას“, – აცხადებს პროექტის კოორდინატორი პროფესორი კარლო კოპალიანი.
Erasmus+ CBHE-ის მასშტაბური პროექტ DIGITECH-ის ერთ-ერთ საკვანძო ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს კონსორციუმში შემავალ უნივერსიტეტებში „ციფრული ტყუპების“ (Digital Twins) ტექნოლოგიური ლაბორატორიების დაარსება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ეკოსისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და აკადემიური ცოდნის ინდუსტრიულ პრაქტიკაში ინტეგრაციის დააჩქარებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ERASMUS+ CBHE საერთაშორისო კონკურსის შედეგების მიხედვით, საქართველოდან გამარჯვებული 5 პროექტიდან სამი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილოებით ხორციელდება. მათ შორის ერთმა პროექტმა გაიმარჯვა კოორდინატორის რანგში (პროექტი ERIC-GE), ხოლო დანარჩენმა ორმა – პარტნიორი ორგანიზაციის რანგში.
საქართველოდან კონსორციუმის ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე პროფესორი მარიამ რაზმაძე, პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორია სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ხოლო მენეჯერი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი ბორის გითოლენდია.
Related
World Water Resources Day Forum at GTU
“At the Georgian Technical University, we celebrate World Water Day annualy. This is a date that is particularly important both...
“Wyndham Grand Tbilisi” to Host International Forum “BIT-2026”
25-03-2026“Wyndham Grand Tbilisi” to Host International Forum “BIT-2026”On March 26th, the International Forum “BIT-2026” will be held in the conference...
“Globalization and Modern Challenges of Business” – X International Scientific Conference to Be Hosted by GTU
On May 22nd, the X International Scientific Conference “Globalization and Modern Challenges of Business” will be held, organized by the...
“Ivane Javakhishvili – 150” – International Scientific Conference Dedicated to Ivane Javakhishvili
On April 24-25, Ivane Javakhishvili Tbilisi State University and the Georgian National Academy of Sciences will hold an international scientific...
International Workshop At GTU – Professor Yuval Garini From An Israeli University Will Conduct A Seminar For Students
From March 16-20, An International Workshop In The Field Of Biophysics (Advanced Biophysics) Will Be Held At Georgian Technical University,...