საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა უზრუნველყოფს განათლების პროცესის ჰარმონიზაციას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო, საინჟინრო და არქიტექტურული დარგების სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, სასწავლო პროცესში ინტეგრირდეს უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები და ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებზე მორგებული ცოდნა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, BIM განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია BIM Solutions Georgia შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ასევე თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალი მშენებელი ინჟინრებისა და არქიტექტორების თანამედროვე ციფრული უნარებით აღჭურვას, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ვიცე-რექტორის თქმით, BIM Solutions Georgia-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კერძოდ კი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ურბანისტიკის, სამშენებლო და საინჟინრო სფეროების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების, როგორიცაა Autodesk, Trimble, Fine, IdeaStatica ინტეგრაციას განათლების სისტემაში და ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე BIM სასწავლო ცენტრის დაფუძნებას.
როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, უნივერსიტეტის მისიაა მომავალ ინჟინრებსა და არქიტექტორებს შეუქმნას ისეთი აკადემიური და ტექნოლოგიური გარემო, რომელიც ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებს შეუწყობს ხელს.
„არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის BIM Solutions Georgia-თან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი აკადემიური და სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე არქიტექტურული და ურბანული განათლების თვისობრივად მაღალ დონეზე აყვანას. BIM ტექნოლოგიები თანამედროვე ეპოქაში არა მხოლოდ ციფრული ინსტრუმენტია, არამედ კომპლექსური საგანმანათლებლო და პროფესიული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს დიზაინს, ურბანულ ანალიზს, საინჟინრო ინტეგრაციასა და პროექტის მართვის თანამედროვე მიდგომებს. თანამშრომლობის ფარგლებში ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ეტაპობრივად დაინერგება BIM სწავლების მოდელები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ მეთოდოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, ინტერდისციპლინურ სტუდიურ პროექტებსა და რეალურ პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სასწავლო პროცესს. ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანა ისეთი არქიტექტორების, ურბანისტებისა და დიზაინერების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ქალაქების განვითარების გამოწვევებზე პასუხის გაცემას მდგრადი განვითარების, ციფრული დაგეგმარებისა და ინოვაციური სივრცითი აზროვნების საფუძველზე. დარწმუნებული ვართ, რომ BIM Solutions Georgia-თან პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების პროფესიულ ფორმირებას, ისე ფაკულტეტის კვლევითი და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებზე“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქუთათელაძემ მოაწერეს ხელი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, ფაკულტეტის პედაგოგები, BIM Solutions Georgia-სა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
Related
Rector Academician David Gurgenidze: GTU to Participate in Another Major CERN International Project
During his official visit to the European Organization for Nuclear Research (CERN) in Geneva, Rector of Georgian Technical University, Academician...
GTU and “Regional Healthcare Center” Sign Cooperation Memorandum
Students of Georgian Technical University will soon have the opportunity to develop practical skills and gain professional and research experience...
Professor Alexander Taliashvili’s Funding Established for Outstanding Students
“It is gratifying that, from now on, talented and motivated students of the Georgian Technical University who win competitions with...
Signed Memorandum of Understanding between Georgian Technical University and the National Mineral Resources Agency
Vice-Rector of Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and Head of the National Mineral Resources Agency of the Ministry of...
Memorandum Signed Between Georgian Technical University And The House Of Justice
Vice-Rector of Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and Chairman of the House of Justice Vakhtang Zhvania signed a memorandum...
A New Memorandum of Cooperation with CERN’s SHIP Collaboration Signed at GTU
“In the context of the modern fundamental science development, the expansion of such institutional cooperation is of particular importance, which...
