სტუ-ში სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2023-2024 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2023/2024 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ, პირველკურსელებო, რომლებმაც დღეს გადადგით ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად – შემოაღეთ უკვე თქვენი ალმა-მატერის კარი. წარმატებული ყოფილიყოს ამ გზაზე თქვენი ყოველი ნაბიჯი! ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას, მეცნიერებს, რომლებმაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 168 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების ათასობით სტუდენტი სწავლობს. სასიხარულოა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია აბიტურიენტების ინტერესი ზუსტი მეცნიერებების მიმართ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 80%-მა სავალდებულო ჩასაბარებელ მესამე საგნად მათემატიკა აირჩია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრიორიტეტული პროგრამების რიცხვი გაიზარდა. გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტში 32 პრიორიტეტული პროგრამა მოქმედებდა. წელს ეს რიცხვი 36-მდე გაიზარდა. სახელმწიფოსგან პრიორიტეტულად მიჩნეულ პროგრამებს დაემატა ოთხი პროგრამა – ლოგისტიკა, საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2022/2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
WELCOME TO GTU-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო გასართობი სივრცეები. სტუ-ის მუსიკალურმა ჯგუფმა The Blackberries-მა სტუდენტებს დაუვიწყარი კონცერტი ცოცხალი შესრულებით მიუძღვნა. საკონცერტო პროგრამა კი სტუ-ის სტუდენტმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა.
სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...