სტუ-ში სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2023-2024 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2023/2024 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ, პირველკურსელებო, რომლებმაც დღეს გადადგით ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად – შემოაღეთ უკვე თქვენი ალმა-მატერის კარი. წარმატებული ყოფილიყოს ამ გზაზე თქვენი ყოველი ნაბიჯი! ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას, მეცნიერებს, რომლებმაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. 

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 168 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების ათასობით სტუდენტი სწავლობს. სასიხარულოა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია აბიტურიენტების ინტერესი ზუსტი მეცნიერებების მიმართ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 80%-მა სავალდებულო ჩასაბარებელ მესამე საგნად მათემატიკა აირჩია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრიორიტეტული პროგრამების რიცხვი გაიზარდა.  გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტში 32 პრიორიტეტული პროგრამა მოქმედებდა. წელს ეს რიცხვი 36-მდე გაიზარდა. სახელმწიფოსგან პრიორიტეტულად მიჩნეულ პროგრამებს დაემატა ოთხი პროგრამა – ლოგისტიკა, საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2022/2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად  მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

WELCOME TO GTU-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო გასართობი სივრცეები. სტუ-ის მუსიკალურმა ჯგუფმა The Blackberries-მა სტუდენტებს დაუვიწყარი კონცერტი ცოცხალი შესრულებით მიუძღვნა. საკონცერტო პროგრამა კი სტუ-ის სტუდენტმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა.

სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.  


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?