სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლის 25 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.
სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცეში (მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედანთან) გაიმართება: სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები; 19:00 საათიდან სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი – The Blackberries პირველკურსელებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ყველა სტუდენტს დაუვიწყარ კონცერტს ცოცხალი შესრულებით მიუძღვნის. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.
კონცერტის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, პირველკურსელთა 101-ე ნაკადს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი, 23:00 საათზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...