პრაქტიკული ვორქშოფი: Horizon Europe და Erasmus+ განაცხადების მომზადება

15 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს სამუშაო შეხვედრას, რომელიც Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროგრამების ფარგლებში პროექტების მომზადებისა და წერის ხელოვნებას დაეთმობა. ღონისძიების მთავარი მიზანია დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი იდეების ტრანსფორმაცია სტრუქტურირებულ, გამართულ და კონკურენტუნარიან საპროექტო განაცხადებად.

სემინარის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის პროექტების წერის ფუნდამენტურ ლოგიკას.

შეხვედრა მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა დაფინანსებადი იდეის ფორმირება, პრობლემის იდენტიფიცირება, სამიზნე ჯგუფების ზუსტი განსაზღვრა და მიზნების სწორად ჩამოყალიბება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქტივობების დაგეგმვას, მოსალოდნელი შედეგებისა და პროექტის გრძელვადიანი გავლენის (impact) განსაზღვრას.

თეორიულ ცოდნასთან ერთად, ვორქშოფს ექნება მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვაც. მონაწილეები დეტალურად განიხილავენ სააპლიკაციო ფორმებსა და ბიუჯეტის შედგენის ძირითად პრინციპებს.

გარდა ამისა, მომხსენებლები ყურადღებას გაამახვილებენ იმ ხშირ შეცდომებზე, რომლებსაც აპლიკანტები პროექტების წერის პროცესში უშვებენ, რაც დაეხმარება მათ სამომავლო ხარვეზების პრევენციაში.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ პროექტული იდეის საწყისი მონახაზი და უკეთესი წარმოდგენა, როგორ განავითარონ იგი სრულფასოვან განაცხადად.

დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია სპეციალური ფორმის მეშვეობით.

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

„კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ – საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

28 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ლაბორატორიაში როტერდამის (ჰოლანდია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კაროლე ვესტერკამპფი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე – „კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“.

დასწრება თავისუფალია. მსურველები  წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.

სტუ-ის სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

5-20 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, წინასწარ უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე, ამასთანავე, სტუდენტმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა შეიტანოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული თეზისი (იხ. თეზისის გაფორმების სტანდარტები).

დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი (ფიზიკური ან/და ელექტრონული ვერსია) 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, წარადგინოს შესაბამისი სექციის ხელმძღვანელ პირთან, ფაკულტეტზე.

ძირითადი თარიღები:

  • კონფერენციის გახსნის თარიღი: 2026 წლის 4 ივნისი;
  • კონფერენციის დახურვის თარიღი: 2026 წლის 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი; ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236; ტელ.: (+995 32) 2 77 11 11/7044; ელ. ფოსტა: studconf@gtu.ge.

 

„საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ – საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

„საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“, –  28 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიება საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში იმართება და ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღსა და იოანე ზოსიმეს ხელნაწერის “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” საბოლოოდ დავანებას.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

„თვითშეფასება და ემოციური ინტელექტი მენტორობაში“ – ტრენინგი სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისთვის

27 აპრილს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორობისა და მენტორობის ცენტრის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაიმართება ტრენინგი – „თვითშეფასება და ემოციური ინტელექტი მენტორობაში.“

შეხვედრის მიზნია პედაგოგებისთვის სწავლების პროცესში ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის გააზრება და თვითშეფასების როლის გაცნობიერება. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

  • ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა;
  • თვითშეფასება, როგორც პროფესიული განვითარების საფუძველი;
  • ემოციური ინტელექტის გამოყენება სასწავლო და მენტორინგის პროცესში;
  • მენტორის როლი ეფექტურ კომუნიკაციასა და სტუდენტთა მხარდაჭერაში;
  • პრაქტიკული რეკომენდაციები და მაგალითები.

შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ დისკუსიაში, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები.

ტრენინგს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის, 410-ე აუდიტორიაში სპიკერი განათლების მეცნიერებათა დოქტორი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის დოქტორანტი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ასოცირებული პროფესორი ნანა ალექსიძე ჩაატარებს.

დასწრება რეკომენდებულია ყველა პედაგოგისთვის, ვინც დაინტერესებულია მენტორობის თანამედროვე მიდგომებითა და სტუდენტებთან ეფექტიანი ურთიერთობის განვითარებით.

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.

„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს.

სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება.

სემინარის მიმართულებებია:

  • გარემოსდაცვითი ინჟინერია;
  • წყლის რესურსები;
  • მშენებლობა და ეკოურბანისტიკა.

ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ.

პირისპირ გამომსვლელები დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე.

ონლაინ მონაწილეებმა, კი იხილეთ ბმული.

სემინარის შესახებ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.

გეოლოგის დღე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი 7 აპრილს გეოლოგის დღეს აღნიშნავს. პროგრამა მოიცავს სტუდენტურ სესიებს, მოხსენებებს რაჭის გეოტურიზმსა და სპელეოტურიზმის პერსპექტივებზე, აგრეთვე, დაგეგმილია მინერალოგიისა და გემოლოგიის ლაბორატორიის გახსნაც.

დღე I

„გეოლოგის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება

„რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის აღორძინება, მთის მდგრადი განვითარების საფუძველი”

  • 📍 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, ბიბლიოთეკა
  • 📅 6–7 აპრილი, 2026
  • 🕐 11:00

დღე II

დრო სათაური მომხსენებელი
11:00 სტუდენტური პოსტერული სესია (გეოლოგია, გარემო და საზოგადოება)
11:40 მინერალოგიისა და გემოლოგიის ლაბორატორიის გახსნა
12:00 „რაჭა – სუნთქვა, რომელიც ისტორიას აგრძელებს” თამარ ქობლიანიძე
12:10 „გეოტურიზმი და მემკვიდრეობა” მანანა ალადაშვილი
12:20 „ძველი რაჭის სპელეოტურიზმის პერსპექტივები” გურამ ლომჯვარიძე
12:30 ვიქტორინა
12:40 დაჯილდოება შორენა კუპრეიშვილი
12:50 დაჯილდოება ანზორ აბშილავა; ნინა მაისურაძე
13:00 ღონისძიების შეჯამება
13:30 „ქვა გვიყვება ისტორიას” (მუზეუმობის დათვალიერება)
14:00 ლანჩი

„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ – X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სტუ უმასპინძლებს

22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება.

კონფერენცია, რომელიც სტუ-ის VI კორპუსში ჩატარდება, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართება. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა სტატიები უნდა წარადგინონ 1 მაისამდე, ხოლო სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა 11 მაისამდე უზრუნველყონ.

კონფერენციის ელ-ფოსტა: btconference@gtu.ge.

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ღია კარის დღე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე

ქალის ხმა მეცნიერებაში

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?