„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“- რიგით მეხუთე საჯარო ლექცია ენერგეტიკის ფაკულტეტზე

10 ივნისს, 15:00 საათზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში პროექტის – “ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის” რიგით მეხუთე საჯარო ლექცია გაიმართება.

თემის დასახელებაა: “რელეური დაცვების შექმნა, განვითარება და თანამედროვე ციფრული რელეები”.

მეხუთე ლექციის სპიკერი ასოცირებული პროფესორი მალხაზ დვალიძეა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ საჯარო ლექციების ციკლი – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები“, 13 მაისს დაიწყო და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია

14-15 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“.

კონფერენცია ეძღვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.

14 ივლისი დაეთმობა ბაკალავრების გამოსვლას, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ მოხსენებები დარგში არსებული სიახლეების შესახებ. 15 ივლისს კი, მაგისტრები და დოქტორანტები, მათ სტატიებში სავალდებულოა ასახული იყოს კვლევის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ.

კონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • მშენებლობა;
  • წყლის რესურსები;
  • გარემოს ინჟინერია;
  • ეკოლოგია;
  • კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლები;
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ინჟინერიაში;
  • ენერგეტიკა;
  • გეოლოგია;
  • აგრარული მეცნიერებები;
  • არქიტექტურა;
  • ტრანსპორტის ინჟინერია;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და რუსული.

სავალდებულოა, სტატია კრებულისთვის წარმოდგენილ იქნას ინგლისურ ენაზე, დასაშვებია მოხსენებების წარმოდგენა ქართულ და რუსულ ენებზე. სტატიები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე.

გამოსაქვეყნებელი სტატიაც იტვირთება ბმულზე (არა უგვიანეს 10/07/2026-მდე) მასალები უნდა მომზადდეს დანართში მითითებული ფორმატის შესაბამისად.

საკონტაქტო პირი:

„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციათა ციკლი გრძელდება

3 ივნისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში, რიგით მეოთხე საჯარო ლექცია გაიმართება. მეოთხე ლექციის თემის დასახელებაა – “განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაცია”.

ამჯერად, ლექციის სპიკერი ასოცირებული პროფესორი თორნიკე აფრიაშვილია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ საჯარო ლექციების ციკლი – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები“, 13 მაისს დაიწყო და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესორ ტიციანო კამპორეზის ლექცია სტუ-ში

29 მაისს, 15:00 საათზე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ტიციანო კამპორეზი თემაზე – “Large Hadron Collider at CERN: Why and How”- საჯარო ლექციას გამართავს.

ლექცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ონლაინ დასწრების გარდა, მსურველებს ლექციაზე ჩართვა შეუძლიათ სტუ-ის მე-4 კორპუსის #218 აუდიტორიიდან (პროფესორ რაფიელ ჩიქოვანის სახელობის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის აუდიტორია).

Zoom შეხვედრის ბმული.

  • Meeting ID: 868 918 0935
  • Password: gtu2020

ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ლექციაზე დასწრება/ჩართვა სავალდებულოა.

„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე პროექტი გრძელდება

27 მაისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში, პროექტის „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ რიგით მესამე საჯარო ლექცია გაიმართება.

მესამე ლექციის თემის დასახელებაა — „მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“.

ამჯერად, ლექციის სპიკერი იქნება პროფესორი თენგიზ მუსელიანი და ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება – სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებს თუ დარგით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ატარებს საჯარო ლექციების ციკლს – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები“.

ლექციების ციკლი მოიცავს 7 საჯარო ლექციას, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი (რისთვისაც საჭიროა სტუდენტი, სულ მცირე, 5 შეხვედრას დაესწროს).

ორდღიანი ტრენინგი: რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება – პრაქტიკული ანალიზი და ტექნიკური დეტალები

20-21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის, 410-ე აუდიტორიაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით პრაქტიკული ტრენინგ-სემინარი გაიმართება, რომელიც დაეთმობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების სპეციფიკას, საგრანტო განაცხადის მომზადების პროცესს, ასევე, პროექტის როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ მოთხოვნებს.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გააანალიზონ:

  • რა ტიპის შეცდომები და ხარვეზები იწვევს ფონდში წარდგენილი საპროექტო განაცხადების დაბალ შეფასებას;
  • როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი პროექტი;
  • რა ტექნიკური დეტალებია აუცილებელი წარმატებული რეგისტრაციისათვის.

ტრენინგ-სემინარი განკუთვნილია აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევრებისათვის და დოქტორანტებისათვის, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ.

მონაწილეობა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მომზადებული ან წარდგენილი საპროექტო განაცხადი, რადგან ტრენინგის პრაქტიკული ფორმატი მათ არსებული ხარვეზების გაანალიზებასა და პროექტის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მსურველებმა ტრენინგ-სემინარზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგ-სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

„ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი“- საჯარო ლექციათა ციკლის მეორე შეხვედრა ენერგეტიკის ფაკულტეტზე

20 მაისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში მეორე ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი“ ჩატარდება.

მეორე საჯარო ლექციის სპიკერი იქნება მალხაზ ქვრივიშვილი, რომელიც დამსწრე აუდიტორიას ელექტრული სისტემების ავარიული რეჟიმების ანალიზის თანამედროვე მიდგომებსა და სიგნალების დამუშავების მეთოდებზე ესაუბრება.

ლექციაზე დასწრება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს – ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და თანამედროვე ენერგეტიკული სისტემებით დაინტერესებულ მსმენელებს.

მისამართი: სტუ, VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი.

„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები” – სამეცნიერო ფორუმი

20 მაისს, 12:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო ფორუმი – „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები” გაიმართება.

ღონისძიება, რომელიც აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის, პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის (მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა) და იუნესკოს კათედრის ინიციატივით ტარდება.

„წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია სტუ-ში

25-28 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული, მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლის იუბილეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ციკლი მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები“, რომელიც 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მონაწილეებისთვის თანამედროვე ენერგეტიკის სფეროში არსებული ძირითადი საკითხების, ტენდენციებისა და გამოწვევების გაცნობა. ასევე:

  • ენერგეტიკის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ენერგეტიკული საკითხების მიმართ
  • გლობალური და ადგილობრივი ენერგეტიკული პრობლემების გააზრება
  • პრაქტიკული მაგალითების და რეალური შემთხვევების ანალიზის გადაწყვეტილებების განხილვა

ლექციების ციკლი მოიცავს 7 საჯარო ლექციას და კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი (რისთვისაც საჭიროა სტუდენტი სულ მცირე 5 შეხვედრას დაესწროს).

საჯარო ლექციები ჩატარდება 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში.

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაეცნოს ენერგეტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს.

მსურველები მონაწილეობის მისაღებად, 30 აპრილიდან 10 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?