“Eugen Ionescu“-ს სახელობის სასტიპენდიო პროგრამა სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის – 2023/24 აკადემიური წელი


რუმინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს “Eugen Ionescu“-ს სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის, 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

სტიპენდია განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნებიდან.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამთვიანი მობილობა რუმინეთის 33 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში.

სტიპენდიის მოსაპოვებლად საერთაშორისო კანდიდატის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.


მსგავსი

მოგვწერეთ