აალენის უნივერსიტეტის ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების პროგრამა – 2026-27 სასწავლო წელი (სტუდენტებისთვის)
აალენის უნივერსიტეტი (Aalen University) (აალენი, გერმანია) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიების მოსაპოვებლად (Baden-Württemberg Scholarships – BWS), 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
სტუ-ს მიერ ნომინირებულმა და აალენის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულმა სტუდენტებმა მოთხოვნილი სააპლიკაციო განაცხადი უნდა ატვირთონ BWS პორტალზე.
შერჩული სტუდენტები (ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი უნდა იყოს მესამე კურსზე მინიმუმ) მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას აალენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს დაახლოებით 800 ევროს. სტიპენდიის რაოდენობა განსაზღვრული იქნება აალენის უნივერსიტეტის მიერ, მიღებული აპლიკაციებისა და ბიუჯეტის მიხედვით.
აალენის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი იხილეთ აქ.
მიმართულება: საერთაშორისო ბიზნესის კვლევები, ბიზნესის კვლევები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, სამრეწველო მენეჯმენტი, მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერებები და პოლიმერული ტექნოლოგიები; ასევე, სხვა საინჟინრო სფეროები, როგორიცაა ელექტრონიკა, ქიმიური ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, მექატრონიკა და სხვა.
მსგავსი