აბდულა გიულის უნივერსიტეტი – თანამშრომელთა ტრეინინგის საერთაშორისო კვირეული “Erasmus+ კოლაბორაციის საფუძველზე უნივერსიტეტთა შესაძლებლობების გაფართოება მდგრადი მომავლისათვის”
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University – AGU) (კაისერი, თურქეთი) 2026 წლის 12-15 მაისს ორგანიზებას უკეთებს თანამშრომელთა ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულს “Erasmus+ კოლაბორაციის საფუძველზე უნივერსიტეტთა შესაძლებლობების გაფართოება მდგრადი მომავლისათვის” (Empowering Universities for a Sustainable Future through Erasmus+ Collaboration).
ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკულ სემინარებს, ნეტვორქინგს მონაწილეებს შორის, კულტურულ აქტივობებს, რაც ღონისძიების მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და დაამყარონ ახალი კავშირები მომავალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
სააპლიკაციო ფორმა და კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია IMOTION პლატფორმაზე იხილეთ აქ.
მსგავსი