ADA უნივერსიტეტი – გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2026/27 სასწავლო წლის I სემესტრი


ADA უნივერსიტეტი (ADA University) (ბაქო, აზერბაიჯანი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

დამატებითი ინფორმაცია ADA უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების შესახებ, მათ შორის, გზამკვლევი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, იხილეთ აქ.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა.

მიმართულება: საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამართალმცოდნეობა, სოფლის მეურნეობა და კვების ტექნოლოგიები, დიზაინი და არქიტექტურა.


მსგავსი

მოგვწერეთ