ERASMUS+ BIP for STAFF პროგრამა თანამშრომლებისთვის იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში – “მდგრადი მასალები და ტექნიკა მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში”
2026 წლის აპრილ-მაისში, იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi – TUIASI) (იასი, რუმინეთი) ორგანიზებას უკეთებს ERASMUS+ შერეულ ინტენსიურ პროგრამას (BIP) თანამშრომლებისთვის “მდგრადი მასალები და ტექნიკა მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაში”.
ERASMUS+ BIP პროგრამის ფარგლებში, იგეგმება სპეციალური სესია პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების ERASMUS+ კოორდინატორებისთვის. სესია ფოკუსირებული იქნება ERASMUS+ კოორდინატორების ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, საერთაშორისო ნეთვორქინგსა და შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაზე ადმინისტრაციული მეთოდების გასაუმჯობესებლად Erasmus აქტივობებში (Erasmus actions), სამშენებლო მიმართულებით.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.03.26.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
დისტანციური შეხვედრა (პროგრამის ვირტუალური კომპონენტი) ჩატარდება 2026 წლის 24 აპრილს MS Teams პლატფორმაზე, ხოლო პირისპირ შეხვედრები – 18-22 მაისს. პროექტი ითვალისწინებს მგზავრობის მხოლოდ ნაწილობრივ დაფინანსებას.
იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო მობილობისთვის პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროექტების მომზადება-განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის რეპორტინგს.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
მსგავსი