ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ონლაინ კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში რიგით მეშვიდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება: სტუდენტებისთვის – ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე; თანამშრომლებისთვის – პარასკევს, 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.
შეხვედრის ლინკი
მსგავსი