Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ნომინირებულმა კანდიდატმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიაროს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივნისამდე.

მიმართულებები:  ინჟინერია; სამშენებლო; წარმოება და გადამუშავება; გარემოს დაცვა.


მსგავსი

მოგვწერეთ