Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (University of South Bohemia in České Budějovice) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.03.26

ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა.

აკადემიური მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში და მომიჯნავე დისციპლინები.


მსგავსი

მოგვწერეთ