Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica – UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა, 4 თვით.
მიმართულება: ინფორმატიკა, კომპოიუეტრული ინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მსგავსი