Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)


კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტი (University of Urbino Carlo Bo – UniUrb) (ურბინო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

აკადემიური პერსონალისთვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26

კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტში სააპლიკაციო საბუტების ატვირთვის ბოლო ვადა: 27.02.26

კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კარლო ბოს ურბინოს უნივერსიტეტში 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. ნომინირებულმა თანამშრომლებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და პროექტის კოორდინატორის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო საბუთები უნდა ატვირთონ მიმღები უნივერსიტეტის ონლაინპლატფორმაზე, 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი საბუთების, ასევე, ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის შესახებ, 2026 წლის არაუგვიანეს 5 თებერვლიდან გამოქვეყნდება.

აკადემიური მიმართულება: ფილოლოგია; ენები.


მსგავსი

მოგვწერეთ