Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca – TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.02.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.02.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.02.26

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მინიმუმ 2 თვის ხანგრძლივობით (2026 წლის ივლისამდე).

მიმართულებები: ბიოსამედიცინო ინჟინერია, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა.


მსგავსი

მოგვწერეთ