Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)


კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology – KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

02.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,

05.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 10-14 ივნისს, როდესაც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

მიმართულებები: ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექატრონიკის ინჟინერია.

მიზნობრივი ჯგუფი: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.


მსგავსი

მოგვწერეთ