Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems – IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ფურცელი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება, აგრობიზნესი.


მსგავსი

მოგვწერეთ