Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)
ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტი (Kutahya Dumlupınar University – DPU) (ქუთაჰია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.11.25.
ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ქიმია, არქიტექტურა, მშენებლობა, ელექტროინჟინერია, სამთო ინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, ინგლისური ენა და ლიტერატურა.
მსგავსი