Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin – WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.
მსგავსი