Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)


ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Life  Sciences in Lublin – ULSL) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

დეტალური ინფორმაცია ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი რეგულაციები და პროცედურები, ასევე, მოთხოვნილი ფორმები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური / ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. აკადემიური მობილობის განხორციელების ბოლო ვადაა 2026 წლის ივნისის შუა რიცხვები, ხოლო ადმინისტრაციული მობილობის განხოციელება შესაძლებელია 2026 წლის ივლისის ბოლომდე. პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ მობილობას.

აკადემიური მიმართულება: ინჟინერია, ბიზნესი და ადმინისტრირება, აგროკულტურა.


მსგავსი

მოგვწერეთ