Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მესამედ)


მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano – PoLiMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს (კონკურსი ცხადდება მესამედ) 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისამდე.

მიმართულება: არქიტექტურა.


მსგავსი

მოგვწერეთ