Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრები (თანამშრომლებისთვის)


ვარმია-მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში (University of Warmia and Mazury in Olsztyn – UWM) (ოლშტინი, პოლონეთი), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2024.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება, არქიტექტურა.


მსგავსი

მოგვწერეთ