ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

Electronics and Computer Engineering

Electronics and Telecommunications

Computer Science

Applied Mathematics

Physical Engineering and Materials

Civil Engineering and Urban Planning

Mechanical and Control Systems Engineering

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები და ლაბორატორიების ჩამონათვალი (პროექტის არჩევის შემთხვევაში), იხილეთ აქ.

24 ECTS კრედიტიანი პროექტის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტმა დამატებით უნდა გაიაროს 4 ECTS კრედიტიანი ფრანგულენოვანი კურსები. ასევე, სააპლიკაციო განაცხადში წარმოადგინოს მიმღები უნივერსიტეტის პროფესორთან შეთანხმებული სამუშაო გეგმა.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის (III-IVკურსი) ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.

მიმართულება: ელექტრონიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ტელეკომუნიკაცია, კომპიუტერული მეცნიერებები, გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, სამშენებლო, ურბანული დაგეგმარება, მანქანათმშენებლობა, მართვის სისტემების ინჟინერია.


მსგავსი

მოგვწერეთ