Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University – RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 4 თვე და 10 დღეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატისთვის გათვალისწინებულია დამატებით სტიპენდია თვეში 250 ევროს ოდენობით.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მსგავსი