Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (Hellenic Mediterranean University – HMU) (ჰერაკლიონი, საბერძნეთი), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ფურცელი და სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში, სწავლისა ან ტრეინინგის მიზნით, 4-4- თვით.
მიმართულებები: საინჟინრო, აგრარული მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა.
მსგავსი