ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა საქარიის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
საქარიის უნივერსიტეტი (Sakarya University) (საქარია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26
საქარიის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქარიის უნივერსიტეტში.
აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მსგავსი