ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)


სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University – SCU) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში:

02.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,                                                                                05.02.2024 – აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სააპლიკაციო განაცხადების ონლაინ წარდგენის პერიოდია – 29.01.2024 – 12.02.2024

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეულმა თანამშრომლებმა მობილობა უნდა განახორციელონ 2024 წლის 20-24 მაისს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა V საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: ინჟინერია, არქიტექტურა, სოციალური მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა, ტურიზმი, ტექნოლოგიები, სამართალმცოდნეობა.


მსგავსი

მოგვწერეთ